Baby Bag

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასულ ერთ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდგინდა

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასულ ერთ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდგინდა

„7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდგინდა,“  - აღნიშულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ინფიცირებული აბიტურიენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დადგენილია კონტაქტები:

„თავდაპირველად აბიტურიენტს სიცხე არ აღენიშნებოდა, კორონავირუსი მოგვიანებით დაუდგინდა. ის 9 აბიტურიენტი, ვისთან ერთადაც ეს აბიტურიენტი აბარებდა, განთავსდებიან საკარანტინე სივრცეში და ყველა გამოცდის წინ მათ PCR ტესტი ჩაუტარდებათ,“ - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. 

შეიძლება დაინტერესდეთ

რა უნდა შეეძლოს მოსწავლეს, რომ საატესტატო გამოცდები წარმატებით დაძლიოს

რა უნდა შეეძლოს მოსწავლეს, რომ საატესტატო გამოცდები წარმატებით დაძლიოს

​იმისთვის, რომ მოსწავლემ გამოსაშვები გამოცდები წარმატებით დაძლიოს, საჭიროა იცოდეს თუ რისი ცოდნა მოეთხოვება. 

გთავაზობთ 2018-2019 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამებს.

საატესტატო გამოცდების პროგრამების სანახავად იხილეთ ბმული - ​2018-2019 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები.

წაიკითხეთ სრულად