Baby Bag

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასულ ერთ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდგინდა

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასულ ერთ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდგინდა

„7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდგინდა,“  - აღნიშულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ინფიცირებული აბიტურიენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დადგენილია კონტაქტები:

„თავდაპირველად აბიტურიენტს სიცხე არ აღენიშნებოდა, კორონავირუსი მოგვიანებით დაუდგინდა. ის 9 აბიტურიენტი, ვისთან ერთადაც ეს აბიტურიენტი აბარებდა, განთავსდებიან საკარანტინე სივრცეში და ყველა გამოცდის წინ მათ PCR ტესტი ჩაუტარდებათ,“ - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. 

შეიძლება დაინტერესდეთ

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020 - ყველა საჭირო ინფორმაცია

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020 - ყველა საჭირო ინფორმაცია

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია გრძელდება. გამოცდაზე დარეგისტრირების შესაძლებლობა აბიტურიენტებს 2020 წლის 30 მარტის 18:00 საათამდე შეეძლებათ.

გთავაზოთ ყველა საჭირო ინფორმაციას 2020 წლის გამოცდებთან დაკავშირებით

წაიკითხეთ სრულად