გრიპი, გაციება თუ კოვიდი? როგორ განვასხვავოთ და როგორ ვუმკურნალოთ? - აღნიშნულ თემაზე ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს.
მისი თქმით, ტესტის გაკეთებას აზრი აქვს ინფიცირებულთან კონტაქტიდან 3-5 დღეში. რაც შეეხება გაციებისა და კოვიდის განსხვავებას, მათი გარჩევა დროის მიხედვით შეიძლება:
,,ტესტის გარეშე ამ ორის ერთმანეთისგან განსხვავება საკმაოდ რთულია, მაგრამ არსებობს ერთი ნიშანი და ეს არის დრო. თუ ეს არის გაიციება, გაციებულ ადამიანთან კონტაქტიდან 1 ან 2 დღეში უკვე დაეწყება ადამიანს ნიშნები, იშვიათად რომ 3-4 დღეში გამოვლინდეს, ხოლო კოვიდის დროს თუ ინფიცირებულთან კონტაქტიდან საშუალოდ 5 დღეა გასული და ნიშნები გამოვლინდა, მაშინ ეს დიდი ალბათობით კოვიდია,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.
რაც შეეხება მკურნალობას (კოვიდის და გაციების დროს), სიცხის სამართავად მხოლოდამხოლოდ ორი მედიკამენტია გამართლებული - იბუპროფენი და პარაცეტამოლი. ორივე მედიკამენეტი მიიღება დღეში 3-4 ჯერ და დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 4-6 საათი.
თუ დარწუმებული ხართ, რომ გრიპი გაქვთ და მძიმე ფორმით გივლინდებათ, პირველ 48 საათში უნდა მიიღოთ ანტივირუსული მედიკამენტი, მერე მათ მიღებას აზრი არა აქვს, რადგან ეფექტურობა ძალიან დაბალია:
,,ძალიან ბევრი გაციებისა და კოვიდის დროს სვამს ლიმონიან ჩაის. მე გირჩევთ, რომ ჩაი ცალკე დალიოთ და ლიმონი წყალში ჩააგდოთ, რადგან C ვიტამინი ცხელ წყალში (სითბომგრძნობიარე ვიტამინია) იშლება. ლიმონიან წყალში შეგიძლიათ, თაფლიც ჩაამატოთ, ეს ხველისთვისაც კარგია.''
კოვიდის შემთხვევაში 10 დღის მერე იზოლაცია აღარ არის საჭირო.
,,შეჯამების სახით რომ ვთქვათ, კოვიდი და გაციება იმართება ერთნაირად - საჭიროა სიცხის დამწევი, სასურველია პაციენტმა მიიღოს ბევრი სითხე, იყოს აქტიური. საპანიკო არაფერია, გაციება მარტივად იმართება, ასევეა კოვიდი თუ განწყობა კარგი გაქვთ და მხნედ ხართ. ყელის ტკივილის დროს გამოიყენეთ პარაცეტამოლი, ასევე შესაძლოა გამოიყენოთ საწუწნი აბები,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.
„ადამიანები რომ დავყოთ ასე აცრილებად და აუცრელებად, ეს ყოვლად მიუღებელია,“ - დეკანოზი შალვა კეკელია
დეკანოზმა შალვა კეკელიამ ვაქცინაციის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის განხეთქილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანებმა ერთმანეთს დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთების საშუალება უნდა მისცენ:
„ერთმანეთს ძალიან გაუფრთხილდით. ასე საუბარი არ შეიძლება! ასეთი დამოკიდებულება არ შეიძლება! ვინც აიცრა, მადლობა ღმერთს, თუ ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ამით საკუთარ თავს უშველოს და სხვაც გადაარჩინოს. ნუ ლანძღავ იმ ადამიანს, ვინც არ იცრება. ვკითხულობდი, რომ ვინც არ აიცრება, სახლში გამოკეტეთ. მახსენდება აღდგომის პერიოდი, როდესაც ადამიანებს, რომლებიც ტაძარში მოდიოდნენ, მკვლელებს ეძახდნენ. ასე ადამიანებს მოექცე, ასე ადამიანებს ესაუბრო, ასე გათელო ადამიანი?!“
დეკანოზის თქმით, ადამიანებს აქვთ როგორც აცრის გაკეთების, ასევე საპირისპირო გადაწყვეტილების მიღების უფლება:
„ადამიანებს გვაქვს კითხვები. ამ კითხვებზე არ გვაქვს პასუხი. ჩემი ბევრი მეგობარი სასულიერო პირი აიცრა. ჩათვალეს, რომ უნდა აცრილიყვნენ და მათ ამის სრული უფლება აქვთ. ჩემი სულიერი შვილები, ჩემი უახლოესი ადამიანები, ვინც ძალიან მიყვარს, აცრილები არიან. მათ აქვთ ამის უფლება. ადამიანები რომ დავყოთ ასე აცრილებად და აუცრელებად, ყოვლად მიუღებელია. ძალიან გთხოვთ, ყველამ თავი შეიკავეთ ერთმანეთის ლანძღვისგან. არ ღირს ეს ყველაფერი ამად.“
„ერთმანეთს პატივი ეცით, ერთმანეთის სიყვარულით იცხოვრეთ. რადგან შენ აცრა გაიკეთე, ასე დასცინო და აბუჩად აიგდო ადამიანები, მიუღებელია. ეს არის ძალიან დაბალი დონე ადამიანისა, მდაბიოობა ადამიანისა. რადგან შენ ეს გააკეთე, სხვას თვლი უგუნურ ადამიანად, ეს ასე არ არის. საფრანგეთის მოსახლეობის უმეტესობა გამოდის და საყოველთაო აცრას აპროტესტებს. ძალიან ბევრი მაღალი დონის ექიმი თვლის, რომ არ უნდა აიცრას. ძალიან ბევრი მაღალი დონის ექიმი თვლის, რომ უნდა აიცრას. ყველამ პირადად უნდა გადავწყვიტოთ, რას ვაპირებთ. ერთმანეთზე ნუ ვიძალადებთ ფსიქოლოგიურად. ყველა ადამიანს დაუტოვეთ უფლება, რომ თვითონ გადაწყვიტოს ეს ყველაფერი. ის, რომ ვიღაც აცრას არ ენდობა, არ ნიშნავს, რომ ეწინააღმდეგება მედიცინას. ადამიანებს გვინდა სწორი ინფორმაცია,“ - აღნიშნა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.