რამდენიმე მარტივი ჭეშმარიტება, რომელიც, სამწუხაროდ, არ აღმოჩნდა მარტივი და ბევრჯერ გამეორებას საჭიროებს - აღნიშნული სათაურით აქვეყნებს პოსტს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი, რომელსაც MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:
![▪️](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tcd/2/16/25aa.png)
„გადასხმები“ არ არის კოვიდის სამკურნალო
საშუალება! ![▪️](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tcd/2/16/25aa.png)
ანტიბიოტიკები არ არის კოვიდის სამკურნალო
საშუალება! ![▪️](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tcd/2/16/25aa.png)
ხველა არ ნიშნავს, რომ ადამიანს ჭირდება ანტიბიოტიკი!
და საერთოდაც, კოვიდის დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ ადამიანს აუცილებლად ჭირდება რაიმე წამალი! ![▪️](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tcd/2/16/25aa.png)
კოვიდის დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ ადამიანს ჭირდება
კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება! ![▪️](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tcd/2/16/25aa.png)
კოვიდის მქონე პაციენტში კომპიუტერული
ტომოგრაფიით პნევმონიის დიაგნოზი (და რომელიმე ქულით შეფასებული დაზიანება) ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ადამიანს ჭირდება ანტიბიოტიკი! ![▪️](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tcd/2/16/25aa.png)
კოვიდის დიაგნოზი ავტომატურად არ ნიშნავს, რომ
ადამიანს ჭირდება „სისხლის გამათხელებელი“ მედიკამენტი! ![▪️](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tcd/2/16/25aa.png)
არც D დიმერის ნებისმიერი მომატება არ ნიშნავს, რომ
პაციენტს ჭირდება „სისხლის გამათხელებელი“ მედიკამენტი! ![▪️](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tcd/2/16/25aa.png)
პაციენტს, რომელიც ბინაზეა და არ ჭირდება ჟანგბადი,
არ ჭირდება დექსამეტაზონი! ![▪️](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tcd/2/16/25aa.png)
დექსამეტაზონის გამოყენებას შეიძლება სერიოზული
გართულებები ქონდეს და ამიტომ თვითნებურად მისი გამოყენება არ შეიძლება!