უმეტესობა ყველაზე ხშირად ჩატარებული სახსრების ორთოპედიული ოპერაციებისა არ არის ეფექტური და მოკლებულია სამეცნიერო მტკიცებულებებს - ამ თემაზე ექიმი ზაზა თელია წერს. MomsEdu.geგთავაზობთ მის პოსტს უცვლელად.
„ჩატარებული მეტა-ანალიზით შედარებულ იქნა 10 ყველაზე ხშირად ჩატარებული ორთოპედიული ოპერაცია საერთოდ არანაირ მკურნალობასთან, ან პლაცებოსთან, ან არაოპერაციულ მკურნალობასთან.
ეს ოპერაციებია:
1. ართროსკოპიული წინა ჯვარედინი იოგის რეკონსტრუქცია
მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ხშირი ორთოპედიული ოპერაციები არ იყო უფრო ეფექტური ვიდრე - საერთოდ არანაირი მკურნალობა, პლაცებო ან არაქირურგიული მკურნალობა.
მიუხედავად ამ ოპერაციების ეფექტურობის დამადასტურებელი მტკიცებულებების არქონისა, დღეისათვის სხვადასხვა ნაციონალური გაიდლაინები მაინც გასცემენ რეკომენდაციებს ოპერაციების ჩატარებაზე.
P.S. ფული აღმართს ხნავს, „შენ ოპერაცია გჭირდება, სხვანაირად არაფერი გეშველება“, - წერს ექიმი ზაზა თელია.
„პაციენტმა, რომელსაც აქვს ომიკრონის სიმპტომატიკა და ანტიგენის სწრაფმა ტესტმა აჩვენა უარყოფითი პასუხი, პირდაპირ უნდა გაიკეთოს პისიარ კვლევა,“- გიორგი კავკასიძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა გიორგი კავკასიძემ ომიკრონის შტამით ინფიცირების დიაგნოსტირების სირთულეებზე ისაუბრა:
„ზუსტად იმის გამო, რომ ომიკრონის მოლეკულაში არის ძალიან ბევრი მუტაცია, ამან გაართულა სწრაფი ტესტით დიაგნოსტიკა. შევეცდები იოლად აგიხსნათ, რაშია საქმე. სწრაფი ტესტი ანტიგენის დასადგენი ტესტია. ამ ვირუსს აქვს რამოდენიმე უბანი, სადაც სხვადასხვა გენებია განლაგებული. ანტიგენის სწრაფი ტესტები შემუშავებულია N გენის წინააღმდეგ. N გენში მომხდარი მუტაციების გამო სწრაფი ტესტები ხშირად ცდება და ვერ პოულობს ომიკრონის N გენს.“
„ამერიკის წამლის სააგენტოს რეკომენდაციაა, რომ პაციენტმა, რომელსაც აქვს ომიკრონის სიმპტომატიკა და ანტიგენის სწრაფმა ტესტმა აჩვენა უარყოფითი პასუხი, პირდაპირ გაიკეთოს პისიარ კვლევა. პისიარ კვლევა ორ ან სამ გენს ადგენს და გაცილებით უფრო ზუსტ ინფორმაციას იძლევა,“ - აღნიშნულ საკითხზე გიორგი კავკასიძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.