რა იწვევს ატოპიურ დერმატიტს ბავშვებში, რა ასაკიდან უვლინდებათ და როგორ ვუმკურნალოთ მას? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა კოსმეტოლოგი, დერმატო-ვენეროლოგი ნინო ნიშნიანიძე.
- გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს:
- ირიტანტები (გამაღიზიანებლები) - საპნები და დეტერგენტები (შამპუნი, სააბაზანო ქაფი, შხაპის გელი);
- კონტაქტური ალერგენები - შალის და ხელოვნური ქსოვილის ტანსაცმელი, მეტალის საგნები, სამკაული;
- კლიმატური ფაქტორები - ტემპერატურისა და ტენიანობის ცვალებადობა, ოფლიანობა;
- კვებითი ალერგენები - რძე, კვერცხი, თევზი, თხილეული, ფერადი ბოსტნეული, შოკოლადი და კაკაო, ატოპური დერტამტიტის მქონე ბავშვთა 50%-ს აქვს კვებითი ალერგია;
- ინჰალაციური ალერგენები - ოთახის მტვრის ტკიპა, მცენარის მტვერი, ცხოველის ბეწვი, ფეხსახსრიანების ქიტინის გარსი, ობის სოკოები.
- კანის ინფექცია - Staphylococcus aureus, თამბაქოს კვამლი სტრესი და ა.შ.
- კანის დატენიანება (მისი ბარიერული ფუნქციის აღდგენა). ამისთვის გამოიყენება სპეციალური დამატენიანებელი და დამარბილებელი მალამოები, ლოსიონები და კრემები;
- საჭიროა გამაღიზიანებელი ფაქტორების ზემოქმედების თავიდან აცილება;
- სპეციალური ჰიპოალერგიული საპნებისა და დასაბანი საშუალებების გამოყენება, ბუნებრივი ქსოვილის ტანსაცმლის გამოყენება;
- ალერგენებთან კონტაქტის მინიმუმამდე დაყვანა. ქავილის დროს კანის დაზიანების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ფრჩხილების მოკლედ დაჭრა, შესაძლებელია კანის დაზიანებული უბნის გადახვევა, ბამბის ხელთათმანების ტარება. აბაზანის მიღების დროს წყალი უნდა იყოს თბილი და არა ცხელი.
მედიკამენტები ატოპიური დერმატიტის დროს ექიმის დანიშნულებით: კორტიკოსტეროიდული მალამოები, ადგილობრივი მოქმედების ანთების საწინააღმდეგო მალამოები - კალცინევრინის ინჰიბიტორები, დასალევი ანტიჰისტამინური საშუალებები, ქავილის შესამცირებლად სპეციალური ჰიპოალერგიული საპნები.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)