რა არის კლიმაქტერული სინდრომი (კლიმაქსი) ?
ფიზიოლოგიური პროცესის დროს ქალის ორგანიზმში მიმდინარეობს ცვლილებები ჰორმონულ დონეზე.
კლიმაქტერული სინდრომი თავის მხრივ მოიცავს:
- პრემენოპაუზას (რეპროდუქციული ფუნქციის შეწყვეტას, იწყება 45-47 წლიდან)
- მენოპაუზას (მენსტრუალური ფუნქციის შეწყვეტას, იწყება 51-53 წლიდან)
- პოსტმენოპაუზა (იწყება 65-69 წლიდან)
რა იწვევს კლიმაქტერული სინდრომის დაჩქარებას?
კლიმაქტერული სინდრომის მაპროვოცირებელი ფაქტორებია:
- სტრესი
- გადატანილი დაავადებები
- გადატანილი ოპერაციები საშვილოსნოსა და საკვერცხეებზე
როგორი მიმდინარეობა და რა სიმპტომები ახასიათებს კლიმაქტერულ სინდრომს?
ზოგიერთ ქალბატონში კლიმაქტერული სინდრომი მენსტრუალური ციკლის შეწყვეტის გარდა არაფრით არ ვლინდება. თუმცა არსებობენ პაციენტები, რომლებიც მძაფრად განიცდიან თავიანთ მდგომარეობას და აქვთ ჩივილები. ჩივილების გამოხატულება არის ადრეულ პერიოდში, შუა პერიოდში ან გვიან პერიოდში (ასაკის შესაბამისად). ასევე შესაძლებელია ჩივილები იყოს სამივე ზემოთ ჩამოთვლილ პერიოდში, ან მხოლოდ ერთ კონკრეტულში.
ადრეული პერიოდის ჩივილებია:
- ადვილად გაღიზიანებადობა
- აგრესიულობა
- ოფლიანობა
- ე.წ. „ალები“
- თავის ტკივილი და თავბრუსხვევა
- ტაქიკარდია (აჩქარებული გულისცემა)
- არტერიული წნევის ცვალებადობა
- დეპრესიული მდგომარეობა
შუა პერიოდის ჩივილებია:
- კანისა და საშოს ლორწოვანის სიმშრალე
- სასქესო ორგანოების წვა და ქავილი
- შარდის შეუკავებლობა
- თმის ცვენა
- ფრჩხილების მტვრევა
გვიანი ფაზის სიმპტომებია:
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
- პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზი
- ართრიტი
რა კვლევებს საჭიროებენ ქალბატონები კლიმაქტერული სინდრომის დროს?
- სისხლის საერთო ანალიზი
- კოაგულოგრამა
- გლუკოზის განსაზღვრა სისხლში
- ჰორმონების განსაზღვრა სისხლში (ქალის ასაკის შესაბამისად)
- ელექტროკარდიოგრაფია
- ექოსკოპია
- დენსიტომეტრია
- მამოლოგის კონსულტაცია
- რევმატოლოგის კონსულტაცია
როგორია კლიმაქტერული სინდრომის მკურნალობა?
მკურნალობაში იგულისხმება:
ჰორმონო ჩანაცვლებითი თერაპია (ჰორმონული პრეპარატების მიღება, რომლითაც მოხდება ორგანიზმში არსებული ჰორმონების დეფიციტის შევსება და გამოხატული ჩივილების მკურნალობა). - ფიტოესტროგენები და ფიტოჰორმონები (მცენარეული საშუალებების გამოყენება გამოხატული კლიმაქტერული სინდრომის ჩივილების სამკურნალოდ).
გისურვებთ ჯანმრთელობას!
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)