Baby Bag

რა უნდა დავაყოლოთ მარილიან საკვებს, რომ კენჭების რისკი ნულამდე დავიყვანოთ?

მარილიან საკვებსა და კენჭებზე ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს.

გიორგი ღოღობერიძე ხსნის, თუ რომელი მარილიანი საკვების მიღება არ ღირს, თუ უკვე გაწუხებთ კენჭები და თუ მაინც მიირთმევთ მარილიან საკვებს, მაშინ რა უნდა დააყოლოთ, რომ კენჭების რიცხვი ნულამდე დაიყვანოთ. 

ნახეთ ვიდეო ☝️


თუ მშობელი ხარ და ჩვილის პროდუქტებზე აფთიაქებში მუდმივად ფასდაკლებებს ელოდები, მაშინ Baby Bag-ის ეს საბავშვო ჩანთა შენთვისაა. Დაგვემატე ჯგუფში და გაიგე სიახლეები - ​Baby Bag 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ასეთ ადამიანებს კოღოები გაცილებით უფრო ხშირად კბენენ,“ - პარაზიტოლოგი ირმა კოკაია

პარაზიტოლოგმა ირმა კოკაიამ განმარტა რატომ იზიდავს ზოგიერთი ადამიანი მწერებს უფრო ხშირად, ვიდრე სხვა ადამიანები:

„ყველა ადამიანის სხეული გამოყოფს გარკვეულ ნივთიერებებს. ეს ყველა ადამიანს ეხება. ბევრი ასეთი ნივთიერება გამოიყოფა ჩვენი კანის გზით. ეს შეიძლება იყოს ამიაკი და ა.შ. გარკვეულ ადამიანებს გაცილებით მეტად გამოეყოფათ ეს ნივთიერებები და აღმოჩნდა, რომ ამ ნივთიერებებიდან არის რაღაც განსაკუთრებული სახეობები, რომელიც იზიდავს მწერებს, განსაკუთრებით კოღოებს.

როდესაც ადამიანის სხეული ჭარბად გამოყოფს ამ ნივთიერებებს, რომელსაც ჩვენ ვერ ვგრძნობთ თვითონ, ეს არის კოღოს მიზიდვის საშუალება. ასეთ ადამიანებს კოღოები გაცილებით უფრო ხშირად კბენენ. არის პირიქითაც... არის ნივთიერებები, რომლებიც პირიქით აფრთხობს მწერებს და კოღოებს. შესაბამისად ეს ადამიანები გაცილებით ნაკლებად ზარალდებიან. ეს ჩვენი ორგანიზმის თავისებურებიდან გამომდინარეობს და ჩვენი მეტაბოლიზმიდან,“ - მოცემულ საკითხზე ირმა კოკაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად