როგორ მოვუაროთ ზამთარში ბავშვის კანს? - აღნიშულ თემაზე MomsEdu.ge დერმატო-ვენეროლოგ ზაზა თელიას ესაუბრა.
- ზამთარში, სიცივისგან ბავშვებს ხშირად უწითლდებათ და უუხეშდებათ კანი, როგორ მოვუაროთ ამ პერიოდში პატარების კანს?
- ზოგადად, ბავშვებს უფრო თხელი კანი აქვთ და შესაბამისად, ისინი უფრო მეტად რეაგირებენ გარემო გამაღიზიანებელ ფაქტორებზე, როგორებიცაა: ტემპერატურის ცვლილება, წყალთან ხშირი შეხება, სიცივე, სიცხე და ასე შემდეგ. შესაბამისად, მარტივი რჩევა, რითაც კანს დავიცავთ, არის მისი სწორად დატენიანება. დამატენინებელი საშუალება არა მარტო ატენიანებს და ბოჭავს წყალს, არამედ ის ქმნის დამცავ ბარიერულ შრეს კანზე და შესაბამისად, კანი უფრო ნაკლებად ღიზიანდება და ნაკლები ეფექტი ექნება მასზე სიცივესა და სიცხეს.
- საჭიროა თუ არა ბავშვს დამატენიანებელი მთელ ტანზე წავუსვათ?
- შესაძლებელია, მთელ სხეულზე მოხდეს დატენიანება. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორი ტიპის კანი აქვს ბავშვს. თუ მიდრეკილება აქვს სიმშრალისკენ, რა თქმა უნდა, აქ რეკომენდებულია „აგრესიული“ დატენინება. განსაკუთრებით ბანაობის შემდეგ დაუყონებლივ უნდა მოხდეს დატანიანება. დროის გასვლის შემდეგ, თუნდაც ერთი წუთის მერე თუ დავატენიანებთ, სამწუხაროდ, აზრს კარგავს, რადგან როგორც ვთქვით, დამატენინებელი ბარიერს ქმნის, რომ კანიდან წყლის აორთქლება არ მოხდეს. შესაბამისად, თუ ბავშვს კანის სიშრალისკენ აქვს მიდრეკილება, უფრო „აგრესიულად“ უნდა დავატენიანოთ, თუ არ აქვს სიმშრალისკენ მიდრეკილება, შესაძლებელია უფრო მსუბუქი დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება და უფრო იშვიათად დატენიანება.
- რა რჩევას მისცემთ მშობლებს, სახლის პირობებში რა ბუნებრივი საშუალება შეიძლება, გამოიყენონ ბავშვის გამომშრალი და გაღიზიანებული კანისთვის?
- საუკეთესო დამატენიანებელი და ასევე ყველაზე იაფი საშუალება არის თეთრი ვაზელინი. სუფთა თეთრი ვაზელინი გამოიყენება არა მარტო კანის დასატენიანებლად, არამედ დამცავი ეფექტიც გააჩნია და მეტსაც გეტყვით, თეთრი ვაზელინის გამოყენება ასევე ძალიან ეფექტურია მცირე ჭრილობებზე, როდესაც ბავშვი წაიქცევა და კანს გადაიტყავებს. ამ შემთხვევაში, თეთრი ვაზელინი ეხმარება და უზრუნველყოფს შეხორცების პროცესს, აჩქარებს და ამცირებს ნაწიბურის განვითარების ალბათობის რისკს.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
რა არის ძუძუს კიბოს ძირითადი სიმპტომი? - მამოლოგი ირაკლი კოხრეიძე
მამოლოგმა ირაკლი კოხრეიძემ ძუძუს კიბოს სკრინინგისა და დიაგნოსტირების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ორი ცნება ერთმანეთისგან განსხვავებულია:
„ძუძუს კიბო არ არის განაჩენი. ეს არის სერიოზული, მძიმე დიაგნოზი, რომელსაც სჭირდება ადეკვატური მკურნალობა. ჩვენ სკრინინგი უნდა განვასხვავოთ დიაგნოსტიკისგან. სკრინინგი არის ასიმპტომური ადამიანების ერთგვარი დახარისხება დაავადების წარმოშობის დაბალი ან მაღალი რისკის ჯგუფებში. დიაგნოსტიკა არის უკვე აღმოჩენილი შემთხვევის დროს ჩატარებული კვლევები.“
ირაკლი კოხრეიძის თქმით, დიაგნოსტირებისას გამოვლენილი კვანძოვანი წარმონაქმნების 70 % კეთილთვისებიანია:
„შემთხვევათა 70 % კეთილთვისებიანი მდგომარეობებია. ძუძუს კიბოს ძირითადი სიმპტომი არის კვანძოვანი წარმონაქმნის არსებობა სარძევე ჯირკვალში. არ უნდა შეეშინდეთ ქალბატონებს. ეს არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება. კეთილთვისებიანი სიმსივნეების გარკვეული ნაწილი არ საჭიროებს ჩარევას. არსებობს შემთხვევები, როდესაც ქირურგიული ჩარევა ხდება. ჩემი ოპერაციების 80 % მოდის ორგანოს შემანარჩუნებელ ოპერაციებზე.“
„ძუძუს კიბოს გამომწვევი კონკრეტული მიზეზის იდენტიფიცირება შეუძლებელია. ძუძუს კიბოს რაოდენობის მომატება, შესაძლოა, უკავშირდებოდეს მთელს მსოფლიოში სკრინინგული პროგრამების გააქტიურებას და დაავადების გამოვლენის ხერხების გაუმჯობესებას. არსებობს სიმსივნესთან ასოცირებული კონკრეტული ფაქტორები: გაუარესებული ეკოლოგია, დასხივება, ცხოვრების სტრესული გარემო, კვებითი ფაქტორები და ა.შ.“ - აღნიშნულ საკითხზე ირაკლი კოხრეიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.