როგორ მოვუაროთ ზამთარში ბავშვის კანს? - აღნიშულ თემაზე MomsEdu.ge დერმატო-ვენეროლოგ ზაზა თელიას ესაუბრა.
- ზამთარში, სიცივისგან ბავშვებს ხშირად უწითლდებათ და უუხეშდებათ კანი, როგორ მოვუაროთ ამ პერიოდში პატარების კანს?
- ზოგადად, ბავშვებს უფრო თხელი კანი აქვთ და შესაბამისად, ისინი უფრო მეტად რეაგირებენ გარემო გამაღიზიანებელ ფაქტორებზე, როგორებიცაა: ტემპერატურის ცვლილება, წყალთან ხშირი შეხება, სიცივე, სიცხე და ასე შემდეგ. შესაბამისად, მარტივი რჩევა, რითაც კანს დავიცავთ, არის მისი სწორად დატენიანება. დამატენინებელი საშუალება არა მარტო ატენიანებს და ბოჭავს წყალს, არამედ ის ქმნის დამცავ ბარიერულ შრეს კანზე და შესაბამისად, კანი უფრო ნაკლებად ღიზიანდება და ნაკლები ეფექტი ექნება მასზე სიცივესა და სიცხეს.
- საჭიროა თუ არა ბავშვს დამატენიანებელი მთელ ტანზე წავუსვათ?
- შესაძლებელია, მთელ სხეულზე მოხდეს დატენიანება. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორი ტიპის კანი აქვს ბავშვს. თუ მიდრეკილება აქვს სიმშრალისკენ, რა თქმა უნდა, აქ რეკომენდებულია „აგრესიული“ დატენინება. განსაკუთრებით ბანაობის შემდეგ დაუყონებლივ უნდა მოხდეს დატანიანება. დროის გასვლის შემდეგ, თუნდაც ერთი წუთის მერე თუ დავატენიანებთ, სამწუხაროდ, აზრს კარგავს, რადგან როგორც ვთქვით, დამატენინებელი ბარიერს ქმნის, რომ კანიდან წყლის აორთქლება არ მოხდეს. შესაბამისად, თუ ბავშვს კანის სიშრალისკენ აქვს მიდრეკილება, უფრო „აგრესიულად“ უნდა დავატენიანოთ, თუ არ აქვს სიმშრალისკენ მიდრეკილება, შესაძლებელია უფრო მსუბუქი დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება და უფრო იშვიათად დატენიანება.
- რა რჩევას მისცემთ მშობლებს, სახლის პირობებში რა ბუნებრივი საშუალება შეიძლება, გამოიყენონ ბავშვის გამომშრალი და გაღიზიანებული კანისთვის?
- საუკეთესო დამატენიანებელი და ასევე ყველაზე იაფი საშუალება არის თეთრი ვაზელინი. სუფთა თეთრი ვაზელინი გამოიყენება არა მარტო კანის დასატენიანებლად, არამედ დამცავი ეფექტიც გააჩნია და მეტსაც გეტყვით, თეთრი ვაზელინის გამოყენება ასევე ძალიან ეფექტურია მცირე ჭრილობებზე, როდესაც ბავშვი წაიქცევა და კანს გადაიტყავებს. ამ შემთხვევაში, თეთრი ვაზელინი ეხმარება და უზრუნველყოფს შეხორცების პროცესს, აჩქარებს და ამცირებს ნაწიბურის განვითარების ალბათობის რისკს.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
ამარცხებს თუ არა სოდა სიმსივნეს? - ონკოლოგი ალექსანდრე თავართქილაძე
ონკოლოგმა ალექსანდრე თავართქილაძემ ტელეკომპანია „იმედის" გადაცემაში „იმედის დღე" საზოგადოებაში სოდის ჯადოსნურ თვისებებზე გავრცელებული მოსაზრებების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სოდა ორგანიზმში ტუტოვანი გარემოს შექმნას უზრუნველყოფს, რაც სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს ნამდვილად სჭირდებათ, მაგრამ ამის გაკეთება საკვების დახმარებითაც არის შესაძლებელი:
„საზოგადოებაში გავრცელებული აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ სოდა გამოიყენება სიმსივნეების სამკურნალოდ, წამოვიდა იქიდან, რომ ონკოლოგიურ პაციენტთა უმრავლესობაში სისხლის მჟავა-ტუტოვანი წონასწორობა არის მჟავიანობისკენ მიდრეკილი. აქედან წამოვიდა ის, რომ რაც უფრო მეტ ტუტე გარემოს შევუქმნით ორგანიზმს, მით უფრო ნაკლებად იზრდება სიმსივნური ქსოვილი. უშუალოდ სოდით მოხდება ტუტე გარემოს შექმნა, თუ სხვა რომელიმე საკვები პროდუქტით, არ აქვს მნიშვნელობა. საკვებ პროდუქტებს თავისუფლად შეუძლია ორგანიზმის მჟავა-ტუტოვანი ბალანსი. სჯობს, რომ საკვები რაციონით მოხდეს მოწესრიგება.“
სოდის სასარგებლო თვისებებზე ისაუბრა ერთ-ერთმა მეცნიერმაც, რომელმაც ცხოველებსა და ადამიანებზე ჩაატარა კვლევა, თუ რამდენად ეფექტიანად მოქმედებს სოდის მიღება თირკმლებზე:
„ჩვენმა ცდებმა, რომელიც ცხოველებსა და შემდეგ ადამიანებზე ჩავატარეთ, გამოავლინა, რომ სოდის მიღება დადებითად მოქმედებს თირკმელებზე. კერძოდ, მას ჰიდროკარბონატი გამოაქვს ორგანიზმიდან. შედეგად, ზოგიერთი თირკმლის დაავადების გამწვავება ნელდება და მცირდება აუტოიმუნური რეაქციების ინტენსივობა. აღნიშნული საკითხი მაინც კვლევის პროცესშია და არავის ვურჩევთ სოდის თვითნებურად მიღებას. მით უფრო, რომ დიდი რაოდენობით სოდა ტოქსიკურია.“