კოვიდის საწინააღმდეგო პირველ დასალევ პრეპარატს ავტორიზაცია მისცეს, წამალი გამოიყენება 12 წლიდან მსუბუქი და საშუალო სიმძიმის კოვიდის დროს
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში კოვიდის საწინააღმდეგო პირველ დასალევ ანტივირუსულ პრეპარატზე წერს. MomsEdu.geგთავაზობთ მის პოსტს:
„ამერიკის წამლის სააგენტომ ავტორიზაცია მისცა პირველ დასალევ კოვიდის საწინააღმდეგო ანტივირუსულ პრეპარატს - Plaxovid-ს. წამალი გამოიყენება 12 წლიდან მსუბუქი და საშუალო სიმძიმის კოვიდის დროს იმ პირებში, რომელთაც აქვთ დაავადების პროგრესირების ან სიკვდილის გაზრდილი რისკი. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ეს წამალი ომიკრონის ტალღის ტრაექტორიის შეცვლას“, - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.