Baby Bag

5 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა დაგუგლოთ არასდროს სიმპტომები - გიორგი ჩიჩუას რეკომენდაცია

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ოფთალმოლოგმა გიორგი ჩიჩუამ გადაცემაში „მთავარი ექიმი“ სიმპომების გამომწვევი დაავადების დასადგენად Google-ის გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა:

როდესაც Google-ის მეშვეობით ვცდილობთ მოვძებნოთ საკუთარი სავარაუდო დიაგნოზი, შანსი იმისა, რომ ის სწორი აღმოჩნდეს დამოკიდებულია შემთხვევითობაზე და არა სამედიცინო მონაცემებზე.

მე ჩამოგითვლით 5 მიზეზს, თუ რატომ არ უნდა დაგუგლოთ სიმპტომები.

1. ინტერნეტში სიმპტომების გამუდმებით ძიება იწვევს შფოთვით აშლილობას.

2. ინტერნეტით მოძიებული ინფორმაციის სიზუსტე საკმაოდ საეჭვოა.

3. თქვენ კარგავთ დროს, რომელიც შეგეძლოთ გამოგეყენებინათ სამკურნალოდ.

4. ინტერნეტში ხშირად შეხვდებით საშიშ რჩევებს.

5. ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი, ექიმები ტყუილად არ არსებობენ. როგორც იცით, სამედიცინო განათლების მიღება ყველაზე ხანგრძლივი პროცესია და ეს არ ხდება უმიზეზოდ. თქვენი ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის. ამიტომ ნუ ანდობთ თქვენს ჯანმრთელობას არაპროფესიონალებს."

წყარო: ​„მთავარი ექიმი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„წონის მატების დროს ეს 6 რაღაც უნდა გვახსოვდეს“ - გიორგი ღოღობერიძე საინტერესო რჩევებით

„წონის მატების დროს ეს 6 რაღაც უნდა გვახსოვდეს“ - გიორგი ღოღობერიძე საინტერესო რჩევებით

ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე წონის მატების თემაზე საუბრობს. 

მისი თქმით, ჭარბწონიანობის შემთხვევაში ადამიანმა სამი რაღაც მუდმივად უნდა აკონტროლოს და 3 კი თავიდანვე შეამოწმოს:

„როცა საქმე ეხება წონის მატებას, გენეტიკაში კი წონასთან დაკავშირებული პრობლემები არ გვაქვს, კვების რეჟიმიც ჩვეულებრივია, ფიზიკურადაც აქტიურები ვართ, მაგრამ წონაში მაინც ვიმატებთ, ამ შემთხვევაში ჩემი რჩევაა პირველ რიგში ექიმთან მიხვიდეთ, მაგრამ ხშირად ამას ადამიანები ვერ ახერხებენ ხოლმე, ამიტომ მე მოგცემთ რჩევას - თუ წონაში მატება გაქვთ, თქვენთვის აუხსნელი მიზეზით, მაშინ მარტივი გამოსავალია შეამოწმოთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია. მეორე რჩევაა შეამოწმოთ საკვერცხეების პოლიკისტოზი. მესამე რაც უნდა შეამოწმოთ, ეს არის კუშინგის სინდრომი. ეს არის სამი დაავადება, რომელიც უნდა შეამოწმოთ თუ გაქვთ ჭარბი წონა. ასევე კიდევ არის სამი ანალიზი, რომელიც უნდა ჩაიტარო თუ ჭარბწონიანი ხართ. ეს არის სისხლში კლუკოზის შემცველობა, წნევა და მესამე - ქოლესტერული,“ - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე. 

თუ რატომ არის  ჭარბწონიანობის შემთხვევაში ამ 6 მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამახსოვრება აუცილებელი, ნახეთ ვიდეო👇

შეიძინე საბავშვო პროდუქტების ნაკრები ექსკლუზიურ ფასად ბმულზე 👉 https://www.facebook.com/babybag.momsedu.ge

R.

წაიკითხეთ სრულად