ტყუილის ფსიქოლოგია ბავშვებში - ამ თემაზე ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თუ რაიმეს გარკვევა გსურთ, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ:
„გირჩევთ, თუ არკვევთ, რაიმე სიმართლეა თუ არა, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ. ბავშვებს ფანტაზია აქვთ ძალიან განვითარებული, არასწორი ინფორმაცია შეიძლება აიღოთ. ეცადეთ, რომ ბავშვებს ტყუილზე ინფორმაცია საერთოდ არ გამოართვათ, ან თუ სხვა გზა არ გაქვთ და მაინც და მაინც ბავშვისგან გინდათ, არასდროს არ უნდა უკარნახოთ მას არაფერი. მაგალითად, არ უნდა უთხრა, ქურთუკი ეცვა? არც ერთი თქვენი შეკითხვა არ უნდა შეიცავდეს არანაირ მინიშნებას“, - აღნიშნა ზურა მხეიძემ.
მან საკუთარი მაგალითიც მოიყვანა. მიუხედავად იმისა, ბავშვებში ტყუილის ფსიქოლოგია კარგად იცის, შეცდომა მაინც დაუშვა:
„ბავშვი იყო 3 თუ 4 წლის, სახლში დავკარგეთ ტელევიზორის პულტი. როგორ იწყება? ვეკითხები მეუღლეს, - არ აუღია. ვეკითხები ბავშვს - არ მპასუხობს. აი, შეცდომა რა არის - ვეკითხები, ხომ არ გადააგდე? ბავშვი მეუბნება, კიო. სად გადააგდე-მეთქი, გამიყვანა აივანზე და გადამახედა. არაფერი არ ჩანდა. ვიყიდეთ ახალი პულტი და ძველი აღმოვაჩინეთ საწოლებს შორის ჩავარდნილი. მე რომ ვუთხარი მეუღლეს, შვილს გადაუგდია აივნიდან-მეთქი, მერე როცა ჩემმა მეუღლემ ჰკითხა ბავშვს, რა უყავი - მან წაიყვანა და აჩვენა (აივნიდან გადავაგდეო). ბავშვმა ის ისტორია უკვე შექმნა. არ გადაუგდია“.
ზურა მხეიძის თქმით, დიდი მანიპულატორები არიან და ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობის დაძაბვა შეუძლიათ:
„ბევრი ფაქტია, როდესაც ბავშვების ჩვენების გამო არის ვიღაცა დაჭერილი. ბავშვებმა შეიძლება ცოლ-ქმარს შორის დაძაბონ ურთიერთობა, ტყუილებს ლაპარაკობენ. მამას მიუტანს ამბავს დედაზე, დედას - მამაზე. ძალიან დიდი მანიპულატორები არიან. თუ დაიჭირა, რომ თქვენ რეაქციები გაქვთ და მას უჯერებთ, მერე ნახეთ რა დღეში შეუძლიათ, რომ ჩაგაგდოთ,“ - აღნიშნა ზურა მხეიძემ. წყარო: აზროვნების აკადემია
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
დედასთან ახლოს ყოფნა ნებისმიერი ადამიანისთვის ბედნიერების და სიხარულის მომნიჭებელია. ჩვენს სტატიაში საუკეთესო დედებისთვის დამახასიათებელ 8 ნიშანს გაგაცნობთ. ბევრი თქვენგანი ამ დახასიათებაში საკუთარ თავს ამოიცნობს.
1. ბავშვს, რომელსაც საუკეთესო დედა ჰყავს, ზამთარში გარეთ ყოფნისას არასდროს სცივა, რადგან დედა ყოველთვის ზრუნავს მის ჯანმრთელობაზე.
2. საუკეთესო დედა ყოველთვის ამზადებს გემრიელ საჭმელს, როდესაც ბავშვები სადმე მიდიან, რათა დარწმუნდეს, რომ მათ ნოყიერი საგზალი ექნებათ თან.
3. დედა საუკეთესო მაღვიძარაა, რომელიც სამყაროში არსებობს. ის მოფერებით აღვიძებს შვილებს, რათა მათთვის გაღვიძების პროცესი სტრესული არ იყოს.
4. საუკეთესო დედამ ყოველთვის იცის, სად არის ნივთი, რომელიც ბავშვმა დაკარგა და რომლის პოვნას სხვა ვერავინ ახერხებს.
5. საუკეთესო დედა ყოველთვის გამონახავს დროს, რომ სევდიანი შვილი დაამშვიდოს. ის მას ჩაეხუტება და ანუგეშებს, დედა ყოველთვის შვილის გვერდით არის, როდესაც მას უჭირს.
6. დედა არასდროს წყვეტს შვილებზე ფიქრს და გამუდმებით ღელავს მათზე, რადგან შვილი დედისთვის ყველაზე ძვირფასია.
7. საუკეთესო დედა აუცილებლად მისცემს შვილებს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას წავიდნენ იქ, სადაც მოესურვებათ, რათა ოცნებები აისრულონ, ამასთან ის აკურატულად ჩაალაგებს მათთვის ბარგს, რათა ყველა მნიშვნელოვანი ნივთი თან ჰქონდეთ.
8. მხოლოდ დედის მაცივარში იპოვის შვილი ყველა მისთვის საყვარელ პროდუქტს ისე, რომ მისთვის ამის თხოვნაც კი არ დასჭირდება.