ტყუილის ფსიქოლოგია ბავშვებში - ამ თემაზე ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თუ რაიმეს გარკვევა გსურთ, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ:
„გირჩევთ, თუ არკვევთ, რაიმე სიმართლეა თუ არა, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ. ბავშვებს ფანტაზია აქვთ ძალიან განვითარებული, არასწორი ინფორმაცია შეიძლება აიღოთ. ეცადეთ, რომ ბავშვებს ტყუილზე ინფორმაცია საერთოდ არ გამოართვათ, ან თუ სხვა გზა არ გაქვთ და მაინც და მაინც ბავშვისგან გინდათ, არასდროს არ უნდა უკარნახოთ მას არაფერი. მაგალითად, არ უნდა უთხრა, ქურთუკი ეცვა? არც ერთი თქვენი შეკითხვა არ უნდა შეიცავდეს არანაირ მინიშნებას“, - აღნიშნა ზურა მხეიძემ.
მან საკუთარი მაგალითიც მოიყვანა. მიუხედავად იმისა, ბავშვებში ტყუილის ფსიქოლოგია კარგად იცის, შეცდომა მაინც დაუშვა:
„ბავშვი იყო 3 თუ 4 წლის, სახლში დავკარგეთ ტელევიზორის პულტი. როგორ იწყება? ვეკითხები მეუღლეს, - არ აუღია. ვეკითხები ბავშვს - არ მპასუხობს. აი, შეცდომა რა არის - ვეკითხები, ხომ არ გადააგდე? ბავშვი მეუბნება, კიო. სად გადააგდე-მეთქი, გამიყვანა აივანზე და გადამახედა. არაფერი არ ჩანდა. ვიყიდეთ ახალი პულტი და ძველი აღმოვაჩინეთ საწოლებს შორის ჩავარდნილი. მე რომ ვუთხარი მეუღლეს, შვილს გადაუგდია აივნიდან-მეთქი, მერე როცა ჩემმა მეუღლემ ჰკითხა ბავშვს, რა უყავი - მან წაიყვანა და აჩვენა (აივნიდან გადავაგდეო). ბავშვმა ის ისტორია უკვე შექმნა. არ გადაუგდია“.
ზურა მხეიძის თქმით, დიდი მანიპულატორები არიან და ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობის დაძაბვა შეუძლიათ:
„ბევრი ფაქტია, როდესაც ბავშვების ჩვენების გამო არის ვიღაცა დაჭერილი. ბავშვებმა შეიძლება ცოლ-ქმარს შორის დაძაბონ ურთიერთობა, ტყუილებს ლაპარაკობენ. მამას მიუტანს ამბავს დედაზე, დედას - მამაზე. ძალიან დიდი მანიპულატორები არიან. თუ დაიჭირა, რომ თქვენ რეაქციები გაქვთ და მას უჯერებთ, მერე ნახეთ რა დღეში შეუძლიათ, რომ ჩაგაგდოთ,“ - აღნიშნა ზურა მხეიძემ. წყარო: აზროვნების აკადემია
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„რა გახდა პატარების კანონით დაცვა ისევე, როგორც ეს ამერიკაშია.... თვე არ გავა მსგავსი ისტორია არ მოვისმინოთ,“- ნანა გეგეჭკორი
ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოში ბავშვების უბედური შემთხვევებით გარდაცვალების მაღალ სტატისტიკას ეხმაურება:
„წარმოუდგენელია ამდენი ტრაგედიის ატანა... სადაც არ უნდა გაიხედო უბედურება ტრიალებს.
შემძრა პატარას ამბავმა.
რა გახდა პატარების კანონით დაცვა ისევე,როგორც ეს ამერიკაშია. თვე არ გავა მსგავსი ისტორია არ მოვისმინოთ.
ნიუ-იორკში სავალდებულოა ფანჯრების და აივნების გისოსებით დაცვა იქ სადაც ბავშვები ცხოვრობენ. ერთი დღის ბავშვი რომ მოვიყვანე სახლში, „სუპერი (კორპუსის მომლელი)" დაგვადგა შესამოწმებლად,იყო თუ არა გისოსები სწორად დამონტაჟებული. კანონის დარღვევა ამ მხრივ შესაბამისად ისჯება. გაგვეცინა ერთი დღის ბავშვს ფანჯარასთან რა კავშირი უნდა ჰქონოდა. აგვიხსნეს რომ კანონია ასეთი და მისი დაცვა სავალდებულოა.
იქნებ სახელმწიფომ იზრუნოს, ვისაც ხმა მიგიწვდებათ, ასე დავიცვათ ცნობისმოყვარე პატარები.
შავი გისოსებით ჩვენი ფანჯრებია. ასე ვხვდები ხოლმე სად ცხოვრობენ ბავშვები ნიუ-იორკულ სახლებში. ამ სადარბაზოში მხოლოდ ჩვენ გვყავს პატარები, შესაბამისად შავი გისოსებიც ჩვენს ფანჯრებს გამოარჩევს,“- აღნიშნა ნანა გეგეჭკორმა.
ექიმი ნანა გეგეჭკორი ტელეწამყვანისა და თეატრმცოდნის ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა. ნიკოლოზ წულუკიძის მცირეწლოვანი შვილი კიტა წულუკიძე შენობის მაღალი სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა.