ტყუილის ფსიქოლოგია ბავშვებში - ამ თემაზე ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თუ რაიმეს გარკვევა გსურთ, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ:
„გირჩევთ, თუ არკვევთ, რაიმე სიმართლეა თუ არა, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ. ბავშვებს ფანტაზია აქვთ ძალიან განვითარებული, არასწორი ინფორმაცია შეიძლება აიღოთ. ეცადეთ, რომ ბავშვებს ტყუილზე ინფორმაცია საერთოდ არ გამოართვათ, ან თუ სხვა გზა არ გაქვთ და მაინც და მაინც ბავშვისგან გინდათ, არასდროს არ უნდა უკარნახოთ მას არაფერი. მაგალითად, არ უნდა უთხრა, ქურთუკი ეცვა? არც ერთი თქვენი შეკითხვა არ უნდა შეიცავდეს არანაირ მინიშნებას“, - აღნიშნა ზურა მხეიძემ.
მან საკუთარი მაგალითიც მოიყვანა. მიუხედავად იმისა, ბავშვებში ტყუილის ფსიქოლოგია კარგად იცის, შეცდომა მაინც დაუშვა:
„ბავშვი იყო 3 თუ 4 წლის, სახლში დავკარგეთ ტელევიზორის პულტი. როგორ იწყება? ვეკითხები მეუღლეს, - არ აუღია. ვეკითხები ბავშვს - არ მპასუხობს. აი, შეცდომა რა არის - ვეკითხები, ხომ არ გადააგდე? ბავშვი მეუბნება, კიო. სად გადააგდე-მეთქი, გამიყვანა აივანზე და გადამახედა. არაფერი არ ჩანდა. ვიყიდეთ ახალი პულტი და ძველი აღმოვაჩინეთ საწოლებს შორის ჩავარდნილი. მე რომ ვუთხარი მეუღლეს, შვილს გადაუგდია აივნიდან-მეთქი, მერე როცა ჩემმა მეუღლემ ჰკითხა ბავშვს, რა უყავი - მან წაიყვანა და აჩვენა (აივნიდან გადავაგდეო). ბავშვმა ის ისტორია უკვე შექმნა. არ გადაუგდია“.
ზურა მხეიძის თქმით, დიდი მანიპულატორები არიან და ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობის დაძაბვა შეუძლიათ:
„ბევრი ფაქტია, როდესაც ბავშვების ჩვენების გამო არის ვიღაცა დაჭერილი. ბავშვებმა შეიძლება ცოლ-ქმარს შორის დაძაბონ ურთიერთობა, ტყუილებს ლაპარაკობენ. მამას მიუტანს ამბავს დედაზე, დედას - მამაზე. ძალიან დიდი მანიპულატორები არიან. თუ დაიჭირა, რომ თქვენ რეაქციები გაქვთ და მას უჯერებთ, მერე ნახეთ რა დღეში შეუძლიათ, რომ ჩაგაგდოთ,“ - აღნიშნა ზურა მხეიძემ. წყარო: აზროვნების აკადემია
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ეს არის ფაქტი, უფრო მეტი მომართვიანობაა, შედარებით უფრო მეტი ჰოსპიტალიზაციაა, უფრო მეტი სიმძიმე,“ - ივანე ჩხაიძე
პედიატრმა ივანე ჩხაიძემ ბავშვებში კოვიდ-19-ის ახალი შტამების აგრესიული მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მესამე ტალღის დროს კლინიკებს გაცილებით უფრო მძიმე ბავშვები მომართავდნენ:
„პირველად, როდესაც ბრიტანული შტამის შესახებ გამოჩნდა ინფორმაცია, ერთ-ერთი შემაშფოთებელი იყო ის, რომ ბრიტანული შტამი, შესაძლოა, უფრო იოლად ყოფილიყო გავრცელებული ახალგაზრდებსა და ბავშვებში, რაც მართლაც ასე მოხდა. საქართველოში ინფიცირებულთა 10 % არის ბავშვი. ზოგიერთ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია. კლინიკური მიმდინარეობა, რაც კორონავირუსის მესამე ტალღის დროს ბავშვებში აღინიშნა, განსხვავებულია. გაცილებით უფრო მძიმე ბავშვები მომართავდნენ კლინიკებს. ეს მართლაც ახალი შტამის დამსახურებაა. ბრიტანული შტამი გამოირჩევა ჩინური ვარიანტისგან უფრო მეტი გადამდებლობით და მიმდინარეობის სიმძიმითაც.“
ივანე ჩხაიძის თქმით, საავადმყოფოში კოვიდის დიაგნოზის მქონე ყოველი სამი ბავშვიდან ერთს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ზედამხედველობა ესაჭიროებოდა:
„ეს არის ფაქტი. უფრო მეტი მომართვიანობაა, შედარებით უფრო მეტი ჰოსპიტალიზაციაა, უფრო მეტი სიმძიმე. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული კვლევა მიუთითებდა, რომ სამიდან ერთი ბავშვი, რომელიც საავადმყოფოში მოხვდა, საჭიროებდა ინტენსიური თერაპიის პალატაში მეთვალყურეობას, რაც მიუთითებს ახალი შტამების აგრესიულ მიმდინარეობაზე ბავშვებში. საქართველოში კოვიდით ბავშვთა გარდაცვალების შემთხვევები ერთეულია და მესამე ტალღის დროს არცერთი არ დაფიქსირებულა.“
„ფაიზერი იყო პიონერი. მან პირველმა ჩაატარა კვლევა 2200 ბავშვზე, რომელმაც აჩვენა 100 % -იანი ეფექტურობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის. ეს იყო 12-დან 15 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი. ამ კვლევის კვალდაკვალ ამერიკის წამლის სააგენტომ, ხოლო შემდეგ ევროპის ანალოგიურმა სტრუქტურამ დასაშვებად მიიჩნია 12-15 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ოთხი ვაქცინაა, რომელიც ამ მიმართულებით განიხილება, როგორც პერსპექტიული: ფაიზერი, მოდერნა, ასტრაზენეკა და სინოვაკი. სინოვაკი ჩინეთის მთავრობამ დასაშვებად მიიჩნია სამი წლის ასაკის ზემოთ ჯგუფში. ის გეგმა, რომელიც არსებობს ამ მხრივ, მიუთითებს, რომ სექტემბერ-ოქტომბერში შესაძლებელია დასრულდეს ის კვლევები, რომლებიც ტარდება უფრო მცირე ასაკობრივ ჯგუფში და ექვსი თვის ასაკის ზემოთ რეკომენდებული იყოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია,“ – აღნიშნულ საკითხებზე ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.