უჩვეულო შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში - თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ჯედადან მალაიზიაში მიფრინავდა, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი გახდა მგზავრი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი აეროპორტში, ტერმინალის სიახლოვეს დარჩა და ამის გამო ნამდვილ პანიკაში იყო.
პილოტისა და დისპეჩერის საუბარი იუთუბზე გავრცელდა და მას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ითხოვს პილოტი უკან დაბრუნებას.
„ერთ-ერთ მგზავრს შვილი ტერმინალში დარჩა და ფრენის გაგრძელება არ სურს“, - ისმის პილოტის ხმა.
საბოლოოდ პილოტს აეროპორტში დაბრუნების უფლება მისცეს. თვითმფრინავის დაშვებისთანავე ბავშვი დედას მიუყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდა რეისი მალაიზის მიმართულებით.
აეროპორტში ამბობენ, რომ აქამდე თვითმფრინავები მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნებულან უკან და ეს პირველი შემთხვევაა.
ზაფხულში ბავშვის სრულფასოვნად დასვენების 4 მთავარი პრინციპი - ევგენი კომაროვსკის რეკომენდაციები მშობლებს
ზაფხულში სრულფასოვანი დასვენებისთვის გარკვეული რეკომენდაციების დაცვაა საჭირო. ცნობილმა პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ სოციალურ ქსელში ბავშვის იდეალური დასვენებისთვის აუცილებელი პრინციპების ნუსხა გამოაქვეყნა, რომელსაც ჩვენს სტატიაში უცვლელად შემოგთავაზებთ.
პრინციპი I. მიეცით ბავშვის ტვინს დასვენების საშუალება
სრულფასოვანი დასვენებისთვის სწავლა უნდა შეწყვიტოთ და გარემო გამოიცვალოთ. როდესაც სწავლის შეწყვეტაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ, რომ ბავშვის მეხსიერება არ უნდა დავტვირთოთ კაცობრიობის მიღწევების შესახებ ახალი ცოდნით. ზაფხულში სწავლა სხვა ფორმით უნდა გაგრძელდეს. ბავშვის განვითარებისა და შემეცნებისთვის ის მეთოდები გამოიყენეთ, რომლებისთვისაც წლის განმავლობაში დრო არასდროს გრჩებოდათ, მაგალითად, ესაუბრეთ ბავშვს ყვავილებზე, ასწავლეთ მათი დასახელება, აჩვენეთ, როგორ უნდა დაანთოთ კოცონი, როდესაც წვიმს და ა.შ.
პრინციპი II. ბავშვმა მაქსიმალურად ბევრი უნდა იმოძრაოს
ზაფხულში ბავშვმა ბევრი უნდა ისეირნოს, ირბინოს, იხტუნოს და იცურაოს. ძალიან სასარგებლოა როგორც ფეხით, ასევე ველოსიპედით სეირნობაც.
პრინციპი III. ბავშვი გამოკვებეთ მისი მადის გათვალისწინებით