გთავაზობთ ვიდეოს, სადაც ნახავთ 10 ყველაზე გავრცელებულ შეცდომას, რომელსაც ინგლისურად საუბრისას უშვებენ.
თქვენ რომელ შეცდომას უშვებთ ყველაზე ხშირად?
მოგვწერეთ კომენტარებში.
გთავაზობთ ვიდეოს, სადაც ნახავთ 10 ყველაზე გავრცელებულ შეცდომას, რომელსაც ინგლისურად საუბრისას უშვებენ.
თქვენ რომელ შეცდომას უშვებთ ყველაზე ხშირად?
მოგვწერეთ კომენტარებში.
საერთაშორისო ტენდერი ICT - საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს 3000 სპეციალისტის გადასამზადებლად დღეს გაიხსნა. ტენდერი ხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭრით და მისი მთლიანი ბიუჯეტი 7 მილიონ ლარს (2,5 მილიონ აშშ დოლარს) შეადგენს.
პროგრამის ფარგლებში, 2019 წლის შემოდგომიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა გაიაროს უფასო კურსი პროგრამირების, მონაცემთა ბაზების, კიბერუსაფთხოების, ქსელების, პროექტ-მენეჯმენტის, დიზაინის, ბლოკჩეინისა და სხვა მოთხოვნადი პროფესიების მიმართულებით, ასევე მოიპოვოს საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული სერთიფიკატი. შედეგად - საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს მოქმედი 3000 ადგილობრივი სპეციალისტი გაივლის მაღალკვალიფიცირებულ სწავლებას, რაც მიზნად ისახავს ICT სექტორის გაძლიერებას საქართველოში და სერვისების ექსპორტის ხელშეწყობას.