Baby Bag

ერთ მასწავლებელზე ყველაზე მეტი - 32 მოსწავლე ბრაზილიაში მოდის, ხოლო ყველაზე ცოტა - 7 პორტუგალიაში - 5 ფაქტი სასკოლო ცხოვრებაზე

ერთ მასწავლებელზე ყველაზე მეტი - 32 მოსწავლე ბრაზილიაში მოდის, ხოლო ყველაზე ცოტა - 7 პორტუგალიაში - 5 ფაქტი სასკოლო ცხოვრებაზე
1. მსოფლიოში პირველი სასწავლო დაწესებულებები აშენდა ბაბილონში, ასურეთსა და ჩინეთში ძვ.წ. IV ათასწლეულში.

2. სიტყვა „სკოლა“ ძველბერძნულიდან მოდის. მას თავიდან სრულიად განსხვავებული მნიშვნელობა ჰქონდა - „დასვენებას“ აღნიშნავდა.  „დასვენება“ თავისუფალ დროს ფილოსოფიურ საუბრებს გულისხმობდა. დროთა განმავლობაში ფილოსოფოსებს მუდმივი მსმენელები გამოუჩნდათ და ამ ტერმინმაც შემეცნებითი პროცესის მნიშვნელობა შეიძინა.
3. ბევრი ცნობილი პოლიტიკოსი და მეცნიერი იყო მასწავლებელი. მაგალითად,  ლინდონ ჯონსონი სანამ ამერიკის პრეზიდენტი გახდებოდა, მასწავლებლად მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ უკვე 20 წლის ასაკში, ასწავლიდა 3 სკოლაში და სხვადასხვა წყაროს მიხედვით, მისი სწავლების მეთოდი ძალიან კარგი იყო.
4. იუნესკოს მიერ 1994 წელს მიღებული დოკუმენტის თანახმად, ყოველი წლის 5 ოქტომბერს აღინიშნება მასწავლებლების საერთაშორისო დღე.
5. ერთ მასწავლებელზე ყველაზე მეტი - 32 მოსწავლე ბრაზილიაში მოდისხოლო ყველაზე ცოტა - 7 ორტუგალიაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

ქუთაისის რვა სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება

ქუთაისის რვა სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება

ქუთაისში რვა საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მალე დასრულდება. 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ნათია ზედგინიძე ქუთაისის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის კომპონენტის ფარგლებში, ქუთაისში, სრული რეაბილიტაცია რვა საჯარო სკოლაში (N5, N10, N13, N17, N30, N 32, N33 და N 36 ) მიმდინარეობს.

2018-19 წელს დასავლეთ საქართველოში სრული რეაბილიტაცია 30 საჯარო სკოლას ჩაუტარდება. შედეგად, სასწავლო გარემო 15,200 მოსწავლისათვის გაუმჯობესდება. დასავლეთ საქართველოში საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაციის მთლიანი ბიუჯეტი 15 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

წაიკითხეთ სრულად