Baby Bag

„ქალს შევადარებდი მისსავე საყვარელ მამაკაცს... ვინც ქალს უყვარს, ისაა მისი ნამდვილი სახეც“ - ბლიცინტერვიუ ჟურნალისტ მაკა რაზმაძესთან

„ქალს შევადარებდი მისსავე საყვარელ მამაკაცს... ვინც ქალს უყვარს, ისაა მისი ნამდვილი სახეც“ - ბლიცინტერვიუ ჟურნალისტ მაკა რაზმაძესთან

​ბლიცინტერვიუს დღევანდელი სტუმარი ჟურნალისტი, ტელეწამყვანი მაკა რაზმაძეა.

1. ცდებით, თუ გგონიათ, რომ... სულ ისე იქნება, როგორც ახლაა;

2. 21-ე საუკუნე ჩაიწერება ისტორიაში... რაც ჩაიწერება, წაიკითხავენ 22-ე საუკუნეში;
3. დღევანდელ ეპოქაში ადამიანებს განსაკუთრებით სჭირდებათ... მიიღონ ერთმანეთი ისეთებად, როგორებიც არიან;
4. ყოველ წუთს ვგრძნობ... რომ ცოცხალი ვარ, მაგრამ როგორ მიფრინავს დრო და მაინც რა ცოტა დროა დაბადებიდან დასასრულამდე....
5. უცნობი ადამიანებისგან... მიხარია, როცა მათიანად მიღებენ;
6. ვეძებ... სინანულს მათ თვალებში, ვინც ცუდად მომექცა;
7. ღმერთის ჩემეული აღქმა... უპირობოდ;
8. თითოეული ჩვენგანი ამქვეყნად... დაეძებს იმას, რაც მას არ ეკუთვნის, მისტირის იმას, რაც მისი არასდროს ყოფილა და შენატრის იმას, რაც მისი არასდროს იქნება....
9. გახსოვდეთ... რაც მართლა იყო და არა ის, რაც გინდოდათ, რომ ყოფილიყო;
10. სამოთხე და ჯოჯოხეთი... სამოთხე სიყვარულია, მეგობრობაა, ადამიანების პოზიტიური ენერგეტიკაა... ჯოჯოხეთი ამ ყველაფრის გარეშე დარჩენაა. სამოთხეც და ჯოჯოხეთიც იქაა, სადაც ვართ - ან ამ ყველაფერთან ერთად ან ამ ყველაფრის გარეშე;
11. ბედისწერა... ხან შუბლზე ვარსკვლავია და ხან ვერაგი არსება, რომელიც მოსახვევში მშვიდად და ნდობით შესულს ფეხს წამოგკრავს და ძირს დაგანარცხებს;

12.თუ ვიქნებოდი სიკვდილმისჯილი, ჩემი ბოლო სიტყვა იქნებოდა... ის მაინც ბრუნავს;
13. ოპტიმისტი, პესიმისტი მაგონებს... ოპტიმისტი საკუთარი პოზიტიური ენერგეტიკით დედამიწას ატრიალებს, პესიმისტი კი ამ ტრიალს ამუხრუჭებს;
14. გაუფრთხილდით... საკუთარ თავს და სახელს - ამას თქვენ ნაცვლად არავინ გააკეთებს. სხვა ყველაფერს გამფრთხილებლები გამოუჩნდება. ცუდად მყოფი და გალანძღული კი არავის აღარ ენდომებით;
15. ლექსი, რომელიც დღევანდელ მდგომარეობას შეესატყვისება...
რაც არ ყოფილა, ის არც იქნება
რაც არ ყოფილა, ის არც იქნება,
მაგრამ რაც იყო, იქნება კვლავაც:
გზა გაიხსნება, ან შეიკვრება,
მომსვლელი მოვა, წამსვლელი წავა…
მეც წავალ, ოღონდ ცოტაც მადროვეთ,
ბარემ შევავსო ბოლო ფურცელიც
და ამოვწურო ეს სიმარტოვე,
ეს ფორიაქი ამოუხსნელი.
გაუფასურდა, ჩაბარდა წარსულს,
რითაც დროს ვკლავდი და თავს ვირთობდი.
მე კი სხვაგვარად ცხოვრება არ მსურს -
კარგად იყავით. მადლობთ. მშვიდობით (ოთარ ჭილაძე)
ან ეს

...და მაინც დიდი გზაა იქამდე,
კვლავ შევესწრები ხის აყვავებას,
კვლავ შემაწუხებს, რაც დავიქადნე,
ქმნად სიკეთისა რაც მაკავებდა.
და სანამ მხრებზე მემსხვრევა წვიმა,
გზები ნაბიჯებს სანამ მითვლიან,
მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას,
რაც ჩემი ნებით არ დამითმია (ოთარ ჭილაძე)
16. წარმატების სავალ გზაზე... უნდა გაიყოლო მხოლოდ ისინი, ვინც ცოტათი თუ გადაგასწრო მერე ამ გზაზე შენვე არ „მოგასრიალებს“. უნდა გაიყოლო ისინი, ვინც დაბლა დაშვების საშუალებას არ მოგცემს და არა პირიქით - სულ დაბლა დაგქაჩავს, რომ თვითონ მაღალი გამოჩნდეს;


17. მარცხი... მარცხი ​„ელანძეა“. სინამდვილეში კი მარცხი ცხოვრებისგან შემოლაწუნებაა მაშინ, როცა გგონია, აღარაფერი მოგერევა;
18. ქალს შევადარებდი... მისსავე საყვარელ მამაკაცს, ვინც ქალს უყვარს, ისაა მისი ნამდვილი სახეც;
19. სიყვარულს არ სჭირდება... მესამე;
20. თუ იქნებოდა ჩემი უკანასკნელი დღე... იმედია, ასე ახლოსაც არაა, რომ უკვე დავგეგმო;
21. ილუზიაა... რომ ყველას ვუყვარვართ, ილუზიაა ჩვენი მდგომარეობა საზოგადოებაში. სულ ერთ წამს შეუძლია ყველაფრის შეცვლა და ეს სულ უნდა გვახსოვდეს, რომ არ გავყოყოჩდეთ წარმატების შემთხვევაში;
22. იმედი... ისაა, რაც ხელს გვიშლის მოქმედებაში. იმედი ისაა, რაც დროს გვაკარგვინებს და ქმედების ნაცვლად მოლოდინის რეჟიმში გვატარებინებს ცხოვრებას;
23. ადამიანებს სძულთ... როცა ხელს უშლიან შეცდომების ჩადენაში;
24. ამქვეყნად მოვდივართ იმისთვის, რომ... ვინ იცის, რატომ...
25. მესაფლავეს ვკითხავდი... რატომ არჩია მკვდრები ცოცხლებს?
26. მსოფლიოს გადაარჩენს... ის, რასაც აქამდეც ბევრჯერ გადაურჩენია - მოძრაობა და პროგრესი.
ესაუბრა ლანა ბიბილურიძე

შეიძლება დაინტერესდეთ

„ცხოვრება ადამიანისთვის შანსია, თავად იყოს ბედნიერი და ეს გაუზიაროს სხვებს“ - 10 კითხვა ანი გიუნტერს

„ცხოვრება ადამიანისთვის შანსია, თავად იყოს ბედნიერი და ეს გაუზიაროს სხვებს“ - 10 კითხვა ანი გიუნტერს

Moms.ge-ს ტრადიციული რუბრიკის, ბლიცინტერვიუს სტუმარია ტელეწამყვანი ანი გიუნტერი...

1. ცხოვრება არის... ადამიანისთვის შანსი, თავად იყოს ბედნიერი და ეს გაუზიაროს სხვებს;

2. ჩემი თილისმა... ჩემი განწყობაა,ზუსტად ვიცი. ბედნიერების მომტანია;

3. ვღელავ... ყოველთვის, როცა ემოციურად მნიშვნელოვან საკითხს ეხებიან;

4. წარსული... წარსულში არასოდეს ვეძებ სიახლეს, ის, რაც მოხდა, წარსულში რჩება;

5. სამშობლო... სამშობლო ჩემთვის არის საქართველო;

6. ერთი დღით ვიქნებოდი... ახალდაბადებული ანა;

7. მეგობარია ის... ვისთანაც საკუთარი თავის აღიარება არ შეგრცხვება;

8. სიყვარული... სიყვარულია უანგარო, უპირობო და უსაზღვრო, მიყვარხართ;

9. ვნანობ... როცა რაღაცას ვნანობ;

10. ბედნიერება... არის სიამოვნება სინანულის გარეშე.

ესაუბრა ლანა ბიბილურიძე

წაიკითხეთ სრულად