MomsEdu.ge
1. მე ვარ... თავისუფალი, ბედნიერი ადამიანი, რომელიც კმაყოფილია ცხოვრებით;
2. ცხოვრება არის... ბრძოლა, რაც უფრო მეტი გამარჯვება გაქვს, მით უფრო საინტერესოა;
3. თავისუფლება ნიშნავს... იყო სტერეოტიპებისგან თავისუფალი და აკეთო მხოლოდ ის, რაც შენ მოგწონს, რაც განიჭებს სიამოვნებას და არავითარი ხათრი, წესები, ჩარჩოები არ გქონდეს. რაც მთავარია, შენი თავისუფლება არ იკვეთებოდეს სხვის თავისუფლებასთან და არ უქმნიდეს დისკომფორტს;
4. ადამიანებს ცვლის... ცხოვრება, კარგ ხალხთან ყოფნა, ბევრი შრომა, გამოცდილება, ზოგადად, ბევრი რამ ცვლის ადამიანს;
5. არ მესმის იმ ხალხის... რომლებიც ცხოვრობენ სხვისი ცხოვრებისთვის, ანუ მთელ თავიანთ ცხოვრებას ხარჯავენ სხვის კრიტიკაში, განხილვაში, მუდმივად ჭორაობენ სხვებზე და ამასობაში გაურბით საკუთარი ცხოვრება;
6. უფრთხილდით მათ... ვინც არის გაბოროტებული, არარეალიზებული... ისინი შეეცდებიან წარმატებულ ადამიანებს დააბრალონ თავიანთი წარუმატებლობა, შესაბამისად, ყოველთვის იქნებიან ნეგატიურები. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ასეთი ადამიანები კარმას მიბინძურებენ;
7. სხვაობა უცნობ და პოპულარულ გურამს შორის... არაფერია, ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ დამოკიდებული ვარ ხალხზე,
8. თუ ვიქნებოდი პატიმარი... ვისწავლიდი ბევრ უცხო ენას, ისედაც ბევრი ვიცი, მაგრამ უფრო გავიღრმავებდი ცოდნას, ვივარჯიშებდი, დავწერდი წიგნებს;
9. კაცობრიობას აკლია... სიყვარული... ადამიანები მუდმივად ჩასაფრებული, გაბოროტებული არიან, მუდმივად ქვები აქვთ მომარჯვებული;
10. ვინც მოითმენს... ის ვერ მოიგებს, პირიქით, დახარჯავს დიდ დროს და ინანებს ცხოვრებაში;
11. გააკეთეთ ის... რაც გინდათ ამ წუთას, ნუ გადადებთ, რადგან ცხოვრება ხანმოკლეა დროის არაეფექტურად გამოყენებისთვის;
12. წარმატება..მარცხი... აუცილებელია, რადგან სხვანაირად ვერ ვიქნებით რეალიზებული;
13
16. ვკარგავ ადამიანებს...
17. სიყვარული... ბევრი პოზიტიური ემოციის ერთობლიობაა - ნდობის, მეგობრობის, ურთიერთგაგების.
19. მეგობარია ის, ვინც... მუდმივად შენთანაა და რომელიც თანაბრად საიმედოა მაშინ, როცა წარმატებული და ბედნიერი ხარ და ასევე, როცა გიჭირს... როცა არ გამადლის, არ გიმატებს პრობლემებს. მეგობარი ბევრი მყავს, მაგრამ ახლო მეგობარი - ცოტა;
20. უფალს ვკითხავდი... ხშირ შემთხვევაში რატომ არის უსამართლო?!
25. მსოფლიოს ვეტყოდი რომ... მიუხედავად ბევრი პრობლემისა, გვაქვს ულამაზესი ქვეყანა და ერთხელ მაინც ნახონ;
26. არასდროს მეგონა...თუ ამდენი ბოროტება იქნებოდა დაბუდებული ადამიანში;
27. ხალხი... ასოცირდება ბრბოსთან, რომელიც ყაყანებს, არ გისმენს, ზომბირებულად ერთ პოზიციას აწვება, ყოველთვის ცდილობს, თავისივე ჭაობში ჩაგითრიოს;
28. ხვალინდელი დღე... ყოველთვის ოპტიმიზმით არის სავსე... ვიძინებ ყოველთვის რაღაც კარგის მოლოდინში;
29. შვილებს ვასწავლოთ... დამოუკიდებლობა, მივცეთ თავისუფლება... ყველა ადამიანი არის ინდივიდი და ყველას კომფორტის ზონა განსხვავებულია. ვიქნები ისეთი მშობელი, როგორიც საქართველოში იშვიათია. შვილებს ბევრი ბრძოლა უწევთ იმისთვის, რომ მოიპოვონ ბედნიერება.
31. ენერგიით მავსებს... სიახლეები... მაგალითად, ყოველ დილით, ჩამოწერილი მაქვს გეგმა, რა უნდა გავაკეთო დღის განმავლობაში. ბედნიერი ვარ, როცა საღამოს გადავხაზავ და ყველაფერი შესრულებულია. მიყვარს, როცა არ ვკარგავ დროს