Baby Bag

„არასოდეს აღვნიშნავ არც ერთ დღესასწაულს“ - ბლიცინტერვიუ გია ჯაჯანიძესთან

„არასოდეს აღვნიშნავ არც ერთ დღესასწაულს“ - ბლიცინტერვიუ გია ჯაჯანიძესთან

Moms.ge-ს ტრადიციული რუბრიკის, ბლიცინტერვიუს სტუმარია ფსიქოლოგი და ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე.

1. ცხოვრება... სიცოცხლის სიყვარულია;

2. ჩემი თილისმა... ჩემი გულია;

3. როცა ცუდ განწყობაზე ვარ... ცუდ განწყობაზე არასდროს ვარ;

4. 21-ე საუკუნე ისტორიას დარჩება... როგორც ქაოსის ხანა;

5. მსოფლიოს ვეტყოდი... თუ ერთმანეთი არ გვეყვარება, გადავშენდებით;

6. ვნანობ... რომ მკაცრი არ ვარ; 

7. აუცილებელია, შვილებს ვასწავლოთ... სამშობლოს სიყვარული;

8. სამშობლო ჩემთვის არის... ჩემი გული;

9. ენერგიით მავსებს... მარტოობა;

10. ვპატიობ... ყველაფერს;

11. ერთი დღით ვიქნებოდი... ერთი დღით მინდა, მქონდეს ძალაუფლება დედამიწაზე;

12. თუ ვიქნებოდი პატიმარი... ვიქნებოდი ყველაზე თავისუფალი;

13. მეგობარია, ის ვინც... გეტყვის საკუთარ თავზე სიმართლეს და იქნება შენ მიმართ კრიტიკული;

14. თავისუფლება ნიშნავს... თავისუფალი თუ არ დაიბადე, ვერ ისწავლი. თავისუფლება თანდაყოლილი ფენომენია. ჩემთვის თავისუფლება არის ჰაერი და წყალი;

15. ადამიანებს ცვლის... სიყვარული, სიკვდილი;

16. არ მესმის იმ ხალხის... ვინც არის პატივმოყვარე, აგრესიული;

17. ხვალინდელი დღე... ვცხოვრობ დღევანდელი დღით, არასდროს აღვნიშნავ არც ერთ დღესასწაულს. ვფიქრობ, ყოველი დილა არის ჩემი დაბადება. ყველა დღე დღესასწაულია.

18. სიბერე... არის გამოცდილება და სიკვდილთან მიახლოება;

19. ფობია... უკვე აღარაფრის მეშინია;

20. კაცობრიობას აკლია... სიყვარული;

21. ქალს ალამაზებს... კდემამოსილება; 

22. სიკვდილი... არიან ადამიანები, რომლებიც კვდებიან და ქრებიან, არიან ადამიანები, გარდაიცვლებიან და სხვა განზომილებაში გადადიან;

23. სიყვარული... არის სიცოცხლე;

24. სხვაობა უცნობ და პოპულარულ გია ჯაჯანიძეს შორის... არაფერია;

25. ამქვეყნად მოვდივართ, რომ... შევიცნოთ საკუთარი თავი და გავარკვიოთ, რისთვის მოვედით;

26. მარადიულია... ღმერთი.

ესაუბრა ლანა ბიბილურიძე

შეიძლება დაინტერესდეთ