Baby Bag

„გიყვარდეთ ადამიანები, ნუ შეიშლებით ფუფუნებისგან“ - ბლიცინტერვიუ ბელა ალანიასთან

„გიყვარდეთ ადამიანები, ნუ შეიშლებით ფუფუნებისგან“ - ბლიცინტერვიუ ბელა ალანიასთან

დღევანდელი ბლიცინტერვიუს სტუმარია არასამთავრობო ორგანიზაცია „დედაშვილობის“ თავმჯდომარე, მწერალთა კავშირის წევრი ბელა ალანია.

1. ცხოვრება არის... თავგადასავალი;

2. არ მასვენებს... აფხაზეთთან დაკავშირებული მოგონებები. ჩემს ფიქრებში ხშირად დავდივარ სოხუმის ქუჩებში;

3. გულით დავატარებ... ჩემი სამშობლოს სიყვარულს, მშობლების ხსოვნას, ჩემს ქმარ შვილს არ ვცილდები;

4. ჩემი თილისმაა... სოხუმის სანაპიროდან აკრეფილი ქვები მაქვს შენახული, ვფიქრობ ჩემი თილისმაა;

5. ვღელავ... საქართველოს მომავალზე;

6. წარსული არის... ყველანი წარსულიდან მოვდივართ, განუყოფლობაა;

7. ვსწავლობ... შეცდომებზეც;

8. ვნანობ... რომ ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე არ დავხარჯე;
9. მენატრება... ბავშვობა;
10. მიყვარს... ადამიანები;
11. წიგნი, რომელიც მომწონს... ბევრია ასეთი წიგნი, მაგალითად, ჰარპერ ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას“;
12. სამშობლო ჩემთვის არის... სამშობლო ჩემი სისხლია;
13. თუ ვიქნებოდი პატიმარი... მხოლოდ სინდისის;
14. ბედნიერებაა, როცა... გათენება გიხარია, გიყვარს მზე და სიცოცხლე;
15. სიკვდილი... სიცოცხლის მეგობარია, უერთმანეთოდ ვერ ძლებენ;
16. ვპატიობ... თუ არ განმეორდება სიძულვილი;
17. ბავშვობის წლები... სულში მანათობელი მარადიული მზე;
18. მეშინია... საყვარელი ადამიანების დაკარვის;
19. დამოკიდებული ვარ... სიყვარულზე, მაძლევს და იმავდროულად მართმევს თავისუფლებას;
20. მადლიერი ვარ... უფლის... ისეთი მეორე ნახევარი მყავს, არასოდეს მინანია მასთან ცხოვრება;
21. უფალს ვკითხავდი... ხომ მაპატიებს ჩემს შეცდომებს;
22. ერთი დღით ვიქნებოდი... ჩიტი;
23. ხშირად ვფიქრობ... როგორი იქნება ჩვენი სამშობლო ხვალ, ვფიქრობ შვილების მომავალზე;
24. მიკვირს... ის, რომ არაფერი მიკვირს;
25. თავს გავწირავ... თუ სხვა გზა არ არსებობს და ეს სარგებელს მოუტანს იდეის განხორციელებას;
26. ვერ ვივიწყებ... ვერაფერს, რამაც ცხოვრება მატკინა;
27. მსოფლიოს ვეტყოდი... გიყვარდეთ ადამიანები, ნუ შეიშლებით ფუფუნებისგან;
28. ჩემი ოცნებაა... ურღევი საქართველო;
29. ვკარგავ... ძალებს, რომ გავაგრძელო გზა;
30. ვთმობ... რომ სხვას არ ვაწყენინო და არ ვატკინო;
31. მარადიულია... ჩემი სიყვარული სამყაროსადმი;
32. პირველი სიყვარული... ჩემშია და ჩემთანაა;
33. მაინტერესებს... მარადიულ კითხვაზე პასუხი „გვეშველება რამე“?
34. საზოგადოებრივ აზრს... ყურად ვიღებ, გააჩნია რა საკითხებზეა მსჯელობა, მაგრამ მარადიულ ჭეშმარიტებად არ მივიჩნევ;
35. მეგობარია ის... როგორც იტყვიან, მეგობარია ის, ვინც ყველაფერი იცის შენ შესახებ და მაინც უყვარხარ;
36. სიყვარული არის... ტკივილი, სიხარული, ვნება, ბედნიერება, ისევ ტკივილი. 

ესაუბრა ლანა ბიბილურიძე

შეიძლება დაინტერესდეთ

„ცდებით, თუ გგონიათ, რომ აღარაფერი გაგაკვირვებთ“ - ბლიცინტერვიუ პოეტ ლანა მანველთან

„ცდებით, თუ გგონიათ, რომ აღარაფერი გაგაკვირვებთ“ - ბლიცინტერვიუ პოეტ ლანა მანველთან
Moms.ge-ს ტრადიციული რუბრიკის, ბლიცინტერვიუს სტუმარი ამჯერად პოეტი, პროზაიკოსი და მთარგმნელი ლანა მანველია.
1. ცხოვრება არის... გზა, დაბადებიდან სიკვდილამდე გასავლელი;
2. არ მასვენებს... სინანული;
3. გულით დავატარებ... ჩემი ბავშვობის ქალაქს;
4. ჩემი თილისმაა... ჯვარი;
5. ვღელავ... ხშირად;
6. წარსული არის... რაც იყო;
7. ვსწავლობ... ფრანგულს;
8. ვნანობ... ბევრ რამეს;
9. მენატრება... ბებია;
10. მიყვარს... შოკოლადი;
11. წიგნი, რომელიც მომწონს... „დავით კოპერფილდი“;
12. სამშობლო ჩემთვის არის... შეუცვლელი;
13. ამქვეყნად მოვდივართ იმისთვის, რომ... ჩემთვის ამოუხსნელი კითხვაა;

14. ბედნიერებაა, როცა... გიყვარს და უყვარხარ;
15. სიკვდილი... გარდაუვალი რამ;

16. ვპატიობ... მხოლოდ შვილებს;
17. ბავშვობის წლები... ოცნება და სევდა;
18. მეშინია... სიმარტოვის;
19. დამოკიდებული ვარ... მობილურ ტელეფონზე;
20. მადლიერი ვარ... კეთილი ადმიანების;
21. უფალს ვკითხავდი... შევძლებდი კი რამის კითხვას?
22. ერთი დღით ვიქნებოდი... სულთა სამყაროში;
23. ხშირად ვფიქრობ... წარსულზე;
24. მიკვირს... ადამიანების უხეშობა;
25. თავს გავწირავ... ჩემი შვილებისთვის;
26. ვერ ვივიწყებ... წყენას;
27. მსოფლიოს ვეტყოდი... გავუფრთხილდეთ დედამიწას;
28. ჩემი ოცნებაა... აღარ ვოცნებობ;
29. ვკარგავ... იმედს;
30. ვთმობ... იშვიათად;
31. მარადიულია... მარადისობა;
32. პირველი სიყვარული... ტკივილი;
33. მაინტერესებს... მოგზაურობა;
34. საზოგადოებრივ აზრს... დიდად არ ვუსმენ, გაიხსენეთ ბალზაკი;
35. მეგობარია ის... ვინც ცხოვრებას გიადვილებს;

36. სიყვარული არის... აღმაფრენა;

37. მე ვარ... ა დ ა მ ი ა ნ ი;
38. ცდებით, თუ გგონიათ... რომ აღარაფერი გაგაკვირვებთ;
39. 21-ე საუკუნე ჩაიწერება ისტორიაში... პოლიტიკური თავგასულობისა და თანამედროვე ტექნოლოგიებს დამონებულთა ერად;
40. დღევანდელ ეპოქაში ადამიანებს განსაკუთრებით სჭირდებათ... საღი აზროვნება;
41. ყოველ წუთს ვგრძნობ... ამაოებას;
42. უცნობი ადამიანებისგან... მახარებს კეთილგანწყობა;
43. ვეძებ... სიმშვიდეს;
44. ადამიანებს სძულთ... ბევრი რამ;
45. ღმერთის ჩემეული აღქმა... უდიდესი გონი და ძალა;
46. თითოეული ჩვენგანი ამქვეყნად... გარდავიცვლებით;
47. გახსოვდეთ... სიკვდილი;
48. სამოთხე და ჯოჯოხეთი... კეთილი და ბოროტი;
49. ბედისწერა... არ მთრგუნავს;
50. თუ ვიქნებოდი სიკვდილმისჯილი, ჩემი ბოლო სიტყვა იქნებოდა... უფალო, შემინდე!

51. ოპტიმისტი მაგონებს... გაზაფხულს; პესიმისტი - წვიმიან დღეს;
52. პოეზია... სულის სიშიშვლე;
53. გაუფრთხილდით... ურთიერთობებს;
54. შთამაგონებს... სევდა;
55. ლექსი, რომელიც დღევანდელ მდგომარეობას შეესატყვისება... მურმან ლებანიძის - „უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი არა დაღვრილის, დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა...“
56. წარმატების სავალ გზაზე... ბევრი შრომაა საჭირო;
57. მარცხი... გამარჯვების წინაპირობა;
58. ქალს შევადარებდი... ქაოსს და წესრიგს;
59. სიყვარულს არ სჭირდება... სხვებთან ლაპარაკი;
60. თუ იქნებოდა ჩემი უკანასკნელი დღე... ჩემს ბავშვობასთან ერთად, ბებიას გალავნიან ეზოში ყოფნას ვისურვებდი;
61. ილუზიაა... რეალობის დამახინჯება;
62. იმედი... ნუ მოგვიშალოს ღმერთმა!
63. სამყაროს გადაარჩენს... უფალი;
64. მესაფლავეს ვკითხავდი... მიტოვებულ საფლავებზე;
65. მსოფლიოს გადაარჩენს... კეთილი ნება.
ესაუბრა ლანა ბიბილურიძე
წაიკითხეთ სრულად