Baby Bag

,,თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო წლის დაწყება 14 სექტემბერს იგეგმება''

,,თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო წლის დაწყება 14 სექტემბერს იგეგმება''

,,თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო წლის დაწყება 14 სექტემბერს იგეგმება'', – ამის შესახებ თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება.

ამასთან, გვანცელაძე აცხადებს, რომ საჯარო ბაგა-ბაღებში უსაფრთხოების ნორმები სრულად დაცულია.

რაც შეეხება კონკრეტულ მითითებებსა და რეგულაციებს, სააგენტოში განმარტავენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და შრომის ინსპექციასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და კონკრეტული გაიდლაინები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

“მიმდინარე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 14 სექტემბერს ვგეგმავთ სასწავლო წლის დაწყებას. ვფიქრობთ, რომ ახალ სასწავლო წელს შევხვდებით უსაფრთხოების სრული დაცვით“,- აღნიშნა გვანცელაძემ.

წყარო: 1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

როდის დასრულდება სკოლებში 2020-2021 სასწავლო წელი? - სამინისტროს პასუხი

როდის დასრულდება სკოლებში 2020-2021 სასწავლო წელი? - სამინისტროს პასუხი
საჯარო სკოლებში სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი სხვადასხვა დროს სრულდება. პანდემიის პირობებში შევიდა თუ არა ცვლილება სასწავლო წლის დასრულების თარიღებთან დაკავშირებით? - აღნიშნულ კითხვას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უპასუხეს. 

როგორც უწყებაში აღნიშნეს, პანდემიის პირობებში სწავლის დასრულებასთან დაკავშირებით არანაირი ცვლილება არ განხორციელებულა: 

„არანაირი ცვლილება სწავლის დასრულების თარიღებთან დაკავშირებით არ არის. როგორც აქამდე, პირველკლასელები სწავლას მაისის თვეში, 27 მაისს დაასრულებენ, ხოლო სხვა კლასის მოსწავლეებისთვის 2020-2021 სასწავლო წელი 15 ივნისს დასრულდება,“ - აღნიშნეს სამინისტროში. 

წაიკითხეთ სრულად