Baby Bag

ბაღის მასწავლებლებისთვის ხელფასის ზრდა ვერ ხერხდება

ბაღის მასწავლებლებისთვის ხელფასის ზრდა ვერ ხერხდება

„ბაღის მასწავლებლებისთვის ხელფასის ზრდა ვერ ხერხდება,“ - აღნიშნულის შესახებ საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

ირაკლი ზარქუას თქმით, საკრებულოს ერთერთი რეკომენდაცია იყო ბაღის მასწავლებლების ხელფასის ზრდა, თუმცა, არსებობს ზღვრული ჭერი, სადაც მიმდინარე სოციალური ხარჯები არის შესული და იმის ზემოთ ვერ ადის მინუციპალიტეტი.

„ბაღის მასწავლებლებთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა მცდელობა, თქვენ იცით, რომ ერთ-ერთ რეკომენდაციაში შედიოდა. თუმცა, ამ ეტაპისთვის ვერ მოხერხდა, რადგან ჩვენ გვაქვს ზღვრული ჭერი, სადაც მიმდინარე სოციალური ხარჯები არის შესული და იმის ზემოთ ვერ ავდივართ. ესაა საერთაშორისო ნორმით განსაზღვრული და სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის ამ მოცემულობის მძევლები ვართ", - დასძინა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„სექტემბრიდან საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებს ხელფასები გაეზრდებათ“ - კახა კალაძე

„სექტემბრიდან საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებს ხელფასები გაეზრდებათ“ - კახა კალაძე

„მომავალი წლის სექტემბრიდან საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებს შრომითი ანაზღაურება გაეზრდებათ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 2020 წლის ბიუჯეტში ეს თანხა გათვალისწინებულია:

„გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ხელფასების მატება ცენტრალიზებულად მოხდება. პრემიერ-მინისტრმა უკვე გააკეთა განცხადება და სექტემბრიდან საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებს მომატებული ხელფასები ექნებათ, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ ადამიანებს, რომლებსაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვთ აღებული ჩვენს შვილებზე, მომავალ თაობებზე, მათი ხელფასი შრომის შესაბამისი არ იყო. აღნიშნული თანხა, რა თქმა უნდა, მომავალი წლის ბიუჯეტში ასახული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

წაიკითხეთ სრულად