Baby Bag

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებას ავრცელებს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებას ავრცელებს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მოქალაქეებთან კომუნიკაციის დისტანციური ფორმაზე გადადის. სააგენტოში იზღუდება მოქალაქეების, ასევე საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომელთა მიღება.

სააგენტოს ცნობით, ნებისმიერი განცხადების, თუ ინფორმაციის მიღება მოქალაქეებს შეეძლებათ სააგენტოს ფეისბუქის გვერდიდან, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში კი დოკუმენტაციის წარსადგენად მუშაობს ელექტრონული ფოსტა: saagentoskancelaria@gmail.com.

„კორონავირუსი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა და მისი გავრცელების შეზღუდვის მიზნით, მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა რადიკალური ღონისძიებები ტარდება. პრევენციულ ღონისძიებებს დედაქალაქის მერიაც ახორციელებს.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, იზღუდება გარკვეული სახის მომსახურებები, რაც მოქალაქეებთან პირდაპირ კომუნიკაციას უკავშირდება და ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით საფრთხეს წარმოადგენს,“ - აღნიშნულია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„ფაქტობრივად, ვაცხადებთ საყოველთაო კარანტინს“ - გიორგი გახარია

„ფაქტობრივად, ვაცხადებთ საყოველთაო კარანტინს“ - გიორგი გახარია

„ფაქტობრივად, ვაცხადებთ საყოველთაო კარანტინს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ. ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ, დილის 08:00 საათიდან დაიწყება“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ამასთან, იმოქმედებს კომენდანტის საათიც 21:00-დან დილის ექვს საათამდე.

„კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დასაშვებია გადაადგილება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის, ტაქსით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში მხოლოდ 3 ადამიანი იქნება, მათგან 2 უკანა სავარძელზე.

წაიკითხეთ სრულად