არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, კერძო ბაღების მიმართ მოთხოვნები გამკაცრდება, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, დღეს იგეგმება კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მორიგი სხდომა, სადაც კერძო ბაღების საკითხსაც განიხილავენ.
„მივდივართ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე, შესაბამისად, იქ იქნება ქალაქის მერიც, განათლების მინისტრიც, მივიღებთ დამატებით ზომებს და იქიდან გავაკეთებთ უკვე კომენტარს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
კითხვაზე, მოთხოვნის სახე ხომ არ ექნება კერძო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის შეჩერებას, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ „არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მათ მიმართ, რა თქმა უნდა, მოთხოვნები გამკაცრდება“.