Baby Bag

დედაქალაქში 11 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

დედაქალაქში 11 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მომავალ წელს დედაქალაქში 11 ახალ საბავშვო ბაღს ააშენებს. სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, თბილისის მერის დაპირება ქალაქში ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაგა-ბაღების მშენებლობის შესახებ სრულდება და პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

„ისნის რაიონში უახლოეს მომავალში დაიწყება ახალი ბაღების მშენებლობა. დღეს ჩვენ ასევე წარვადგინეთ 11 ახალი ბაღის პროექტი, რომელიც თბილისის ექვს რაიონში აშენდება. შესაბამისად თბილისს შეემატება 11 ახალი ბაღი, 3000-მდე ბავშვს მივიღებთ დამატებით და ამ ბაღების გახსნის შედეგად, 600-მდე ადამიანს დავასაქმებთ,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

2019 წლის პროექტებიდან ორი ბაგა-ბაღი ისნის რაიონში, საინგილოსა და ნავთლუღის ქუჩებზე აშენდება. 

შეიძლება დაინტერესდეთ

საბავშვო ბაგა-ბაღები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, 28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით არ იმუშავებს

საბავშვო ბაგა-ბაღები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, 28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით არ იმუშავებს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ის საბავშვო ბაგა-ბაღები, რომელთა შენობებშიც საარჩევნო უბნებია განთავსებული, 28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით არ იმუშავებს. გადაწყვეტილება 31 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, არჩევნების მეორე დღეს, 2 ნოემბერს ყველა ასეთ ბაღში ჩატარდება მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები, რათა 3 ნოემბერს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა სააღმზრდელო პროცესი კვლავ უსაფრთხო გარემოში განაახლოს.

თბილისში ამჟამად, 183 საბავშვო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, რომელთაგან 104-ში საარჩევნო უბნებია განთავსებული. სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის მიუხედავად, ბაღებში საარჩევნო კომისიები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.

წაიკითხეთ სრულად