Baby Bag

ბაგა-ბაღისთვის ნახევარ მილიონამდე ლარის ღირებულების სათამაშოები შეიძინეს

ბაგა-ბაღისთვის ნახევარ მილიონამდე ლარის ღირებულების სათამაშოები შეიძინეს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დედაქალაქში მოქმედი 181 ბაგა-ბაღისთვის ნახევარ მილიონამდე ლარის ღირებულების სათამაშოები შეისყიდა. ტენდერის გზით სათამაშო ინვენტარის შეძენა თბილისში პირველად განხორციელდა, რადგან ჩვეულებრივ, საბავშვო ბაღები სათამაშოებს თავად ანახლებენ.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი მოადგილესთან ერთად N73 და ბაგა-ბაღ „ხუთკუნჭულაში" იმყოფებოდა. კახაბერ გვანცელაძემ შეძენილი სათამაშოები აღსაზრდელებთან ერთად დაათვალიერა.

„სათამაშოების შესყიდვისას გავითვალისწინეთ არსებული მეთოდოლოგიით განსაზღვრული თემატიკა და ასაკობრივი კატეგორიები. მნიშვნელოვანია, რომ შეძენილი ინვენტარი აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მასალით არის დამზადებული,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

მისივე თქმით, უახლოს მომავალში საბავშვო ბაღებში ხის მასალისგან დამზადებული სათამაშოების შეტანაც დაიწყება

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ეს 9-10 წლამდე ბავშვი დღეს ასეთ მდგომარეობაში ეგდო ავლაბრის მეტროს შენობასთან''

,,ეს 9-10 წლამდე ბავშვი დღეს ასეთ მდგომარეობაში ეგდო ავლაბრის მეტროს შენობასთან''

,,ეს 9-10 წლამდე ბავშვი დღეს ასეთ მდგომარეობაში ეგდო ავლაბრის მეტროს შენობასთან.გამვლელებმა შეანჯღრიეს, თითქოს გამოიღვიძა, მაგრამ არც მიწოდებული წყლის დალევისა და არც კეთილი გამვლელის მიერ მიწოდებული ხაჭაპურის ჭამის თავი ჰქონდა.ისევ ჩაეძინა.როგორც ხედავთ, ესაა უკვე ზღვარს გადაბიჯებული უმწეო ბავშვი. მიტოვებული, გამეტებული, გარიყული, დაღლილი კი არა, ღონეგამოცლილი, მშიერი და უმომავლო. რამდენია დღეს ასეთ მდგომარეობაში! საქართველოში ბავშვებს ანგელოზებად თვლიდნენ ყოველთვის და არასოდეს შიმშილობდნენ. გაავრცელეთ, იქნებ, ღმერთმა ინებოს და ასეთ ბავშვებს გამოუჩნდეს ვინმე მფარველი ან მზრუნველი. სადაა სახელმწიფო, საპატრიარქო და ისინი, ვისაც ეხება ამ საკითხის მეტნაკლებად მაინც მოგვარებ? სირცხვილი, ჩვენო საქართველოვ!''

აღნიშნულ პოსტს სოციალურ ქსელში სოსო ნადირაძე აქვეყნებს. 


წაიკითხეთ სრულად