Baby Bag

როდის დაიწყება საზაფხული ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია

როდის დაიწყება საზაფხული ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია

თბილისში საჯარო საზაფხულო ბაღები 1-დან 31 ივლისის ჩათვლით იმუშავებს. ინფორმაციას საქართველოს ​პირველი არხი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საზაფხულო ბაღებში რეგისტრაციის დაწყების თარიღი ხვალ გახდება ცნობილი.

რეგისტრაციის თარიღის, წესებისა და სიახლეების თაობაზე განცხადებას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე 7 მაისს 12:00 საათზე გააკეთებს. ხოლო მომავალი სააღმზრდელო წლისათვის აღსაზრდელების რეგისტრაცია – ივნისში განხორციელდება.

თბილისს ზაფხულის განმავლობაში წელსაც 40 ბაღი მოემსახურება, თუმცა იქნება გარკვეული ცვლილებები ბაღების ჩამონათვალში, რაც სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

პროდუქტების გაცემასთან დაკავშირებით ბაღების სააგენტო მშობლებს მოუწოდებს

პროდუქტების გაცემასთან დაკავშირებით ბაღების სააგენტო მშობლებს მოუწოდებს

ხვალიდან საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლებს საშუალება ექნებათ მერის ინიციტივის შესაბამისად, მიიღონ მათი შვილებისთვის განკუთვნილი პროდუქტების ნაკრები.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, პაკეტები ეტაპობრივად გაიცემა და აღსაზრდელების ოჯახებს ბაღების ადმინისტრაციებიდან ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან.

„ამ ეტაპზე თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის განყოფილების ჯგუფები მომმარაგებელი კომპანიის მიერ ბაღებში პროდუქტის შეტანას ამოწმებენ.

მონიტორინგის მიზანია, სათანადო და შესაბამისი რაოდენობის პროდუქტით მომარაგება, დასაწყობება, დაფასოება, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური უსაფრთხოების წესების დაცვა.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მოუწოდებს მშობლებს, გაითვალისწინონ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი უსაფრთხოების წესები, დაემორჩილონ ბაღის ადმინისტრაციის ინსტრუქციებს, დაიცვან დისტანცია სხვა პირებისგან და ბაღში წინასწარ შეთანხმებულ დროს გამოცხადდნენ,“ - აცხადებენ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

ნახეთ ​პროდუქტების გაცემის ინსტრუქცია

წაიკითხეთ სრულად