Baby Bag

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კოვიდ-19-ით ინფიცირებული 145 პაციენტი მკურნალობს

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კოვიდ-19-ით ინფიცირებული 145 პაციენტი მკურნალობს

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა გაიზარდა. „ბავშვთა ახალი კლინიკის“ დირექტორმა დავით რეხვიაშვილმა აღნიშნა, რომ მიმართვიანობა გაზრდილია:

„მიმართვიანობა გაიზარდა ბოლო ერთი დღე-ღამის განმავლობაში,​ შესაბამისად კლინიკაში პაციენტების რაოდენობამ იმატა. ამ ეტაპზე გვყავს 145 პაციენტი. კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში 24 პაციენტი მკურნალობს. აქ შეზღუდულები ვართ, იმიტომ, რომ სულ 25 საწოლზე გვაქვს ინტენსიური თერაპიის განყოფილება.“

​ამ ეტაპზე არ გვყავს კრიტიკულად მძიმე პაციენტი, რომელსაც აპარატული მხარდაჭერა ესაჭიროება,“ - აღნიშნულ საკითხზე დავით რეხვიაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ პირველი არხი

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ყველაფერი ჯანმრთელობაზე

„ეს არის ფაქტი, უფრო მეტი მომართვიანობაა, შედარებით უფრო მეტი ჰოსპიტალიზაციაა, უფრო მეტი ს...
​პედიატრმა ივანე ჩხაიძემ ბავშვებში კოვიდ-19-ის ახალი შტამების აგრესიული მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მესამე ტალღის დროს კლინიკებს გაცილებით უფრო მძიმე ბავშვები მომართავდნენ:„პირველა...

შეიძლება დაინტერესდეთ

,,გაცილებით, გაცილებით უფრო მძიმე დღეში აღმოვჩნდებოდი, რომ არა აცრა''

,,გაცილებით, გაცილებით უფრო მძიმე დღეში აღმოვჩნდებოდი, რომ არა აცრა''
პო­ლი­ტო­ლო­გი გია ნო­დია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კორონავირუსით ინფიცირების შესახებ წერს, რომელსაც ​MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:

,,მოვილიე, მგონი, ჩემი კოვიდი, რომელიც დამემართა, მიუხედავად იმისა, რომ ფაიზერით ორჯერ ვიყავი აცრილი.

2-3 დღე მქონდა სიცხე 38-ის მიდამოებში, ხველება და ზოგადი არაფრისთავისქონა. ახლა დამრჩა მხოლოდ სისუსტე, თუმცა რაკი ამ პოსტის დაწერა გავქაჩე, იმასაც ვძლევ.

დიდი მადლობა ინფექციურ საავადმყოფოს, Marika Tugushi-ს, მაია ახვლედიანს და ყველას, ვინც ძალიან კარგად მომიარა.

რაც შეეხება ფაიზერს: ხომ წინასწარ ვიცოდი, რომ აცრა ასი პროცენტით არ გამორიცხავს ინფიცირებას… მაინც გგონია, იმ რამდენიმე პროცენტში მაინცდამაინც შენ რატომ უნდა მოხვდე? და რატომ არა? ასეთია ადამიანის ბუნება: არ ველოდი და მეწყინა.

თუმცა, ამავე დროს, დავრწმუნდი, რომ გაცილებით, გაცილებით უფრო მძიმე დღეში აღმოვჩნდებოდი, რომ არა აცრა. ძალიან დიდი განსხვავებაა.

ვიცი, რომ ჩემი პროპაგანდა არ ჭირდება ხალხს, რომ აიცრას (სადაა, თორემ კი…). მაინც უნდა დამეწერა,'' - აღნიშნავს გია ნოდია. 


წაიკითხეთ სრულად