Baby Bag

თამარ გაბუნია სინოფარმით აცრილებსა და კოვიდგადატანილებისთვის მიღებულ ახალ გადაწყვეტილებაზე საუბრობს

თამარ გაბუნია სინოფარმით აცრილებსა და კოვიდგადატანილებისთვის მიღებულ ახალ გადაწყვეტილებაზე საუბრობს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია სინოფარმით აცრილებსა და კოვიდგადატანილებისთვის მიღებულ ახალ გადაწყვეტილებაზე საუბრობს. მისი თქმით, ნებისმიერი ვაქცინით შეიძლება ​ბუსტერ დოზის გაკეთება, გარდა ასტრაზენეკას ვაქცინისა:

,,სინოფარმით აცრილებს შეუძლიათ მესამე დოზა იგივე ვაქცინა გაიკეთონ, თუმცა მათ ასევე აქვთ საშუალება გაიკეთონ ფაიზერის ვაქცინა. რაც შეეხება კოვიდგადატანილ ადამიანს, თუ ისედაც ვაქცინირებული იყო, მისი იმუნიტეტი მყარი უნდა იყოს და ისინი იმ პირველ ჯგუფში არ შედიან, რომლებსაც ბუსტერ დოზა სჭრიდებათ. თუმცა 6 თვის გასვლის შემდეგ, მიზანშეწონილი იქნება, რადგან ჯერჯერობით მყარი დასაბუთება, რომ ანტისხეულები დიდხანს ნარჩუნდება, არ გვაქვს, '' - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. 

რაც შეეხება სინოვაკის და სინოფარმის ეფექტურობას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ორივე ვაქცინა ეფექტურია, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, ანტისხეულების ტიტრი იკლებს, ეს დაახლოებით 6 თვეში ხდება.

წყარო: ​,,დილა მშვიდობისა, საქართველო'' 

„მე კოვიდი გადავიტანე და აცრა არ მჭირდება, ეს არის, როგორც ბებიას მალამო. არ გვინდა, ხალხო...
​პროფესორი გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ კოვიდგადატანილებს აცრა მაინც ესაჭიროებათ:„მე კოვიდი გადავიტანე და აცრა არ მჭირდება, ეს არი...

შეიძლება დაინტერესდეთ

დღეიდან კომენდანტის საათი 23:00 საათიდან დაიწყება

დღეიდან კომენდანტის საათი 23:00 საათიდან დაიწყება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან კომენდანტის საათი 23:00 საათიდან დაიწყება - აღნიშნულის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. 

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, გადაწყვეტილება საბჭომ ეპიდემიოლოგიური ტენდენციების შესწავლის საფუძველზე მიიღო. 

დღეიდან, გადაადგილებაზე შეზღუდვა იმოქმედებს 23:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში. აქვე, მივმართავთ მოქალაქეებს, გაითვალისწინონ, რომ გამკაცრდება რეგულაციის აღსრულების ადმინისტრირება, რაც ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვა ამოქმედდება ზუსტად 23:00 საათზე. ამავდროულად, განვმარტავთ, რომ ძალაში რჩება ყველა ის გადაადგილების უფლება, რომელიც მოქმედებდა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში, ანუ მათ თავიდან არ დასჭირდებათ ამ უფლების მოპოვება“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

წაიკითხეთ სრულად