Baby Bag

ქუთაისში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში 102 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. მას კლინიკიდან ხვალ გაწერენ. ქალი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა.

ამ დროისთვის კლინიკაში 78 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, პაციენტებს შორის ორის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება, 14 პაციენტის მდგომარეობა კი მძიმედ ფასდება და ისინი ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობენ.

გასული 24 საათის განმავლობაში ​საქართველოში კორონავირუსის 3 473​ შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 3 342 ადამიანი, გარდაიცვალა - 37. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 55 511- მდე.

შეიძლება დაინტერესდეთ

Covid-19-თან ბრძოლის კვალი ქართველი ექიმის სახეზე

Covid-19-თან ბრძოლის კვალი ქართველი ექიმის სახეზე

ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ბერიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ბოქსირებული განყოფილების ექიმი-ინფექციონისტის, ეკა ნაფეტვარიძის ფოტოს, რომლის სახეზე სპეციალური ტანსაცმლის რამდენიმესაათიანი ტარების კვალია ასახული.

„ეკა ნაფეტვარიძე ბოქსირებული განყოფილების ექიმი-ინფექციონისტია... მის სახეზე სპეციალური ტანსაცმლის კვალია ასახული... პირველი დადებითი პაციენტი მან მიიღო და მანვე გაუშვა სახლში გამოჯანმრთელებული.... ეკას გვერდით პროფესიონალთა გუნდი დგას თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით... კიდევ არაერთი მედიკოსის ასეთ ფოტოს იხილავს საზოგადოება... ps. არც კი იცოდა, რისთვის გადავიღე ეს ფოტო... ჯერ არც უნახავს, მგონი. ისევ ეკიპირება და ისევ ბოქსებში პაციენტებთან...“ - წერს გიორგი ბერიძე.

იხილეთ ასევე:

​თავდაუზოგავად მშრომელი ექიმები - მათ გამო უნდა #დავრჩეთსახლში

წაიკითხეთ სრულად