Baby Bag

ქუთაისში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში 102 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. მას კლინიკიდან ხვალ გაწერენ. ქალი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა.

ამ დროისთვის კლინიკაში 78 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, პაციენტებს შორის ორის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება, 14 პაციენტის მდგომარეობა კი მძიმედ ფასდება და ისინი ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობენ.

გასული 24 საათის განმავლობაში ​საქართველოში კორონავირუსის 3 473​ შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 3 342 ადამიანი, გარდაიცვალა - 37. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 55 511- მდე.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,​მეგობრებო, კატეგორიულად გაფრთხილებთ! არ ჩაიდინოთ ეს სისულელე! შესაძლოა, გაუთვალისწინებელი გართულებები გამოიწვიოთ!''

,,​მეგობრებო, კატეგორიულად გაფრთხილებთ! არ ჩაიდინოთ ეს სისულელე! შესაძლოა, გაუთვალისწინებელი გართულებები გამოიწვიოთ!''

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი პრეპარატ ჰიდროქსიქლოროქინის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

,,​მეგობრებო, კატეგორიულად გაფრთხილებთ!!!პრეპარატ ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი) არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ COVID-19-ის პრევენციის მიზნით!!! ის არის ურთულესი მედიკამენტი თავისი ფარმაკოკინეტიკით და ფარმაკოდინამიკით! აქვს უამრავი უკუჩვენება და გვერდითი მოვლენა!!! ვიმეორებ, გამოიყენება კორონავირუსით გართულებული პნევმონიების დროს, მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, მკაცრად შერჩეული დოზირებით!!! ის არ არის წიწიბურა და მაკარონი რომ იმარაგებთ! არ დალიოთ! არ ჩაიდინოთ ეს სისულელე! შესაძლოა, გაუთვალისწინებელი გართულებები გამოიწვიოთ!!! ჯანმრთელობას გისურვებთ!!!,'' - აღნიშნავს ინგა მამუჩიშვილი. 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

წაიკითხეთ სრულად