Baby Bag

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხის იაკობ გოგებაშვილის სახელობის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლაგოდეხის განყოფილების ხელმძღვანელი ნუნუ ნოზაძე ადასტურებს.

მისი ინფორმაციით, მოსწავლის ინფიცირების წყარო ე.წ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის კლასტერია, რომელსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, რომ მოსწავლეს სკოლაში არ უვლია, თუმცა მეგობრებთან ერთად კვების ობიექტში იყო დაბადების დღის აღსანიშნავად, სადაც მისი რამდენიმე თანაკლასელიც იმყოფებოდა. ამ ეტაპზე მოძიებულია კოვიდინფიცირებული მოსწავლის 14 კონტაქტი და კონტაქტების მოკვლევა გრძელდება.

ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლის ინფორმაციით, სკოლაში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით განახლდა და დამატებითი პრევენციული ზომებისთვის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებს დაელოდებიან.

სკოლის დირექტორის თეა მეტრეველის თქმით, კოვიდინფიცირებულ მოსწავლეს ორ თანაკლასელთან ჰქონდა კონტაქტი. ისინი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

Microsoft 365-ში დროებითი პრობლემაა - ზოგიერთი იუზერი იღებს შეტყობინებას Something went wrong

Microsoft 365-ში დროებითი პრობლემაა - ზოგიერთი იუზერი იღებს შეტყობინებას Something went wrong

განათლების მართვის სანფორმაციო სისტემა Microsoft 365-ში არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: 

,,​Microsoft 365-ში დროებითი პრობლემაა - ზოგიერთი იუზერი იღებს შეტყობინებას Something went wrong - მეილზე შესვლისას.

იუზერი მეილზე შეიძლება ვერ შედიოდეს ვერც ვებიდან, ვერც აუთლუქიდან და ვერც ტელეფონიდან. ან მხოლოდ რომელიმე მეთოდით.

აღნიშნულ იუზერებთან ასევე არ იმუშავებს მეილთან დაკავშირებული სერვისები, როგორიცაა კალენდარი Teams-ში.
სხვა სერვისები, როგორიცაა OneDrive და ა.შ. მუშაობს და მათზე შესვლა office.com-იდანაა შესაძლებელი.
პრობლემა მხოლოდ მცირე რაოდენობის იუზერებთან ფიქსირდება, ჯერჯერობით.

პრობლემას სავარაუდოდ, მალე მოაგვარებენ,'' - აღნიშნულია განცხადებაში. 

წაიკითხეთ სრულად