Baby Bag

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხის იაკობ გოგებაშვილის სახელობის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლაგოდეხის განყოფილების ხელმძღვანელი ნუნუ ნოზაძე ადასტურებს.

მისი ინფორმაციით, მოსწავლის ინფიცირების წყარო ე.წ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის კლასტერია, რომელსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, რომ მოსწავლეს სკოლაში არ უვლია, თუმცა მეგობრებთან ერთად კვების ობიექტში იყო დაბადების დღის აღსანიშნავად, სადაც მისი რამდენიმე თანაკლასელიც იმყოფებოდა. ამ ეტაპზე მოძიებულია კოვიდინფიცირებული მოსწავლის 14 კონტაქტი და კონტაქტების მოკვლევა გრძელდება.

ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლის ინფორმაციით, სკოლაში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით განახლდა და დამატებითი პრევენციული ზომებისთვის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებს დაელოდებიან.

სკოლის დირექტორის თეა მეტრეველის თქმით, კოვიდინფიცირებულ მოსწავლეს ორ თანაკლასელთან ჰქონდა კონტაქტი. ისინი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

კორონავირუსით დაინფიცირებულმა ქალმა ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა

კორონავირუსით დაინფიცირებულმა ქალმა ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა

ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირებულმა ქალმა საკეისრო კვეთით ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა. ექიმებმა საკეისრო კვეთის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დედის მდგომარება დამძიმა. 

ახალდაბადებული ბავშვი 3.05 კილოგრამს იწონის. ექიმებმა ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აპგარის 10 ქულიან სკალაზე 10 ქულით შეაფასეს.

დედისა და ბავშვის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და ისინი ექიმების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ არიან. 

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 17 485-ს შეადგენს, გარდაცვლილთა რაოდენობა 362-ს აღწევს, განკურნებულია 493 ადამიანი. 

მომზადებულია ​ecns.cn​-ის მიხედვით

არ დაგავიწყდეთ !!!

Moms.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)


წაიკითხეთ სრულად