საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იწყებს საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა შესარჩევი კონკურსის პირველ ეტაპს - სერტიფიცირებას.
დირექტორობის მსურველთა რეგისტრაცია დღეიდან, 3 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საიტზე www.directors.mes.gov.ge.
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის საფასური შეადგენს 35 ლარს. გადახდა შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში (იხ. რეკვიზიტები).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- სწავლების მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
ინფორმაცია ტესტირების ზუსტი თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ განთავსდება 2020 წლის 27 თებერვალს.