„სწავლა, რა თქმა უნდა, იწყება 15 სექტემბრიდან დისტანციურად,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა 1-ლი ოქტომბრიდან განახლდება:
„ჩვენ ისედაც მზად გვქონდა სწავლების ჰიბრიდული ფორმა. ამ ჰიბრიდული მოდელის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა კლასში სხვადასხვა რაოდენობის მოსწავლეები არიან და გადანაწილებული იყო, ნაწილი დისტანციურად, ნაწილი კლასებში. სწავლა ყველგან დაიწყებადისტანციურად15 სექტემბერს, საკლასო ოთახებში კი 1-ლი ოქტომბრიდან. ეს ეხება ყველას, მათ შორის კერძო სკოლებსაც. ასევე, ეს ეხება სხვადასხვა წრეს (ბავშვები, მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა წრეზე დადიან), რომელიც არ არის ღია ცის ქვეშ. ღია ცის ქვეშ არსებულ წრეებთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგები და ჯანსაცვის სამინისტრო სპეციალურ პროტოკოლს შეიმუშავებენ და განმარტებას გააკეთებენ უახლოეს პერიოდში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება, ხოლო სასწავლო კლასებსა და აუდიტორიებში პირველი ოქტომბრიდან.
„არ ვეთანხმები გავრცელებულ აჟიოტაჟს, რომ გამოჩნდა უფრო საშიში შტამი,“ - თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა" ახალი „ომიკრონის“ შტამის გავრცელების გამო ატეხილი აჟიოტაჟის შესახებ ისაუბრა და არნიშნა, რომ ჯერ არავის დაუმტკიცებია, არის თუ არა ახალი შტამი ვირუსის არსებულ ვარიანტებთან შედარებით მეტად სახიფათო:
„არ ვეთანხმები გავრცელებულ აჟიოტაჟს, რომ გამოჩნდა უფრო საშიში შტამი. ეს ჯერ არავის დაუმტკიცებია. ჩვენ არ ვიცით, ეს შტამი რაიმე მაჩვენებლებით იქნება თუ არა უფრო მძიმე და საშიში, ვიდრე თუნდაც „დელტა“ შტამი.“
თენგიზ ცერცვაძის თქმით, წინასწარი მონაცემებით, ომიკრონი უფრო სწრაფად ვრცელდება:
მესამე, აქ ყველაზე მეტი გაურკვევლობაა ჯერჯერობით. ამ საკითხზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. ვარაუდობენ, რომ ვაქცინები მთლიანად ან ნაწილობრივ მაინც დაიცავს ამ შტამისგანაც. თუმცა ვაქცინების მწარმოებელმა კომპანიებმა გააკეთეს განცხადება, რომ ისინი ამ საკითხს სწავლობენ და უკვე შეუდგნენ მუშაობას ვაქცინების მოდიფიკაციაზე. თუ აღმოჩნდება, რომ მუტაციები ზუსტად იმ უბნებშია, რომელიც ვაქცინის სამიზნე იყო და ვაქცინა ეფექტიანად ვერ დაიცავს, მაშინ ისინი პირობას დებენ რომ 6 კვირაში, მაქსიმუმ 100 დღეში დადებენ ახალ ვაქცინას, რომელიც მორგებული იქნება ამ მოდიფიკაციაზე,“ - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.