„სწავლა, რა თქმა უნდა, იწყება 15 სექტემბრიდან დისტანციურად,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა 1-ლი ოქტომბრიდან განახლდება:
„ჩვენ ისედაც მზად გვქონდა სწავლების ჰიბრიდული ფორმა. ამ ჰიბრიდული მოდელის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა კლასში სხვადასხვა რაოდენობის მოსწავლეები არიან და გადანაწილებული იყო, ნაწილი დისტანციურად, ნაწილი კლასებში. სწავლა ყველგან დაიწყებადისტანციურად15 სექტემბერს, საკლასო ოთახებში კი 1-ლი ოქტომბრიდან. ეს ეხება ყველას, მათ შორის კერძო სკოლებსაც. ასევე, ეს ეხება სხვადასხვა წრეს (ბავშვები, მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა წრეზე დადიან), რომელიც არ არის ღია ცის ქვეშ. ღია ცის ქვეშ არსებულ წრეებთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგები და ჯანსაცვის სამინისტრო სპეციალურ პროტოკოლს შეიმუშავებენ და განმარტებას გააკეთებენ უახლოეს პერიოდში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება, ხოლო სასწავლო კლასებსა და აუდიტორიებში პირველი ოქტომბრიდან.
„იმედს ვიტოვებთ, რომ შესაძლოა, „ომიკრონი“ პანდემიის დასასრულის მომასწავებელი იყოს,“ - პედიატრი ივანე ჩხაიძე
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, პედიატრმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ „ომიკრონი“ პანდემიის დასასრულის მომასწავებელი იქნება:
„ეს ერთ-ერთი სავარაუდო და კარგი სცენარია. ეს სცენარი განიხილებოდა ჯერ კიდევ 2020 წელს, რომ, შესაძლოა, კორონავირუსის მუტაცია მოხდეს სწორედ ამ მიმართულებით, გახდეს ისეთივე ვირუსი, როგორიც გაციების ვირუსია. გავრცელდეს მარტივად, მაგრამ არ იყოს მძიმე. ოპტიმისტური პროგნოზის იმედს მართლაც ვიტოვებთ, რომ შესაძლოა „ომიკრონი“ გარკვეულწილად პანდემიის დასასრულის მომასწავებელი იყოს. ეს შესაძლებელია, მაგრამ საბოლოო შეფასებისთვის უნდა დაველოდოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნას."
„სამხრეთ აფრიკაში ნოემბრის განმავლობაშიომიკრონი ერთეული შემთხვევებიდან დომინანტური გახდა, ახლანდელი პროგნოზით დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში დეკემბრის განმავლობაში შესაძლებელია ის დომინანტური გახდეს. ეს რისკი არსებობს. ერთი მხარეა, რომ ახალ შტამს მსუბუქად მიმდინარეობა ახასიათებს, მაგრამ ის რადგან ბევრ ადამიანშია, ამან შეიძლება ზეწოლა გაზარდოს სამედიცინო სექტორზე,“ - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.