„სწავლა, რა თქმა უნდა, იწყება 15 სექტემბრიდან დისტანციურად,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა 1-ლი ოქტომბრიდან განახლდება:
„ჩვენ ისედაც მზად გვქონდა სწავლების ჰიბრიდული ფორმა. ამ ჰიბრიდული მოდელის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა კლასში სხვადასხვა რაოდენობის მოსწავლეები არიან და გადანაწილებული იყო, ნაწილი დისტანციურად, ნაწილი კლასებში. სწავლა ყველგან დაიწყებადისტანციურად15 სექტემბერს, საკლასო ოთახებში კი 1-ლი ოქტომბრიდან. ეს ეხება ყველას, მათ შორის კერძო სკოლებსაც. ასევე, ეს ეხება სხვადასხვა წრეს (ბავშვები, მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა წრეზე დადიან), რომელიც არ არის ღია ცის ქვეშ. ღია ცის ქვეშ არსებულ წრეებთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგები და ჯანსაცვის სამინისტრო სპეციალურ პროტოკოლს შეიმუშავებენ და განმარტებას გააკეთებენ უახლოეს პერიოდში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება, ხოლო სასწავლო კლასებსა და აუდიტორიებში პირველი ოქტომბრიდან.
„თუ მოდიხართ კლინიკაში, გვენდეთ. არავის არ გვინდა, რომ ჩვენი ავადმყოფი დამძიმდეს,“ - ლია გოლიაძე
აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლია გოლიაძემ კლიკებში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კოვიდ-19-ის პანდემიის კუთხით მდგომარეობის დამძიმების მოლოდინი არსებობს:
„ყოველდღიურად სულ უფრო მძიმე ნაკადი შემოდის პაციენტების. მუდმივად არის მოთხოვნა ინტენსიურის ადგილების, რეანიმაციული ადგილების. რისი მიწოდებაც ჩვენ პრაქტიკულად არ შეგვიძლია. ჩვენი კლინიკა ფიქრობს ინტენსიურის პალატების დამატებას. აპარატურა შევიძინეთ, რომელიც ზეგიდან კიდევ უფრო მეტი გვექნება. ჩვენი შეხედულებით მდგომარეობა თანდათან მძიმდება და ველოდებით კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობას.“
ლია გოლიაძის თქმით, საავადმყოფოში შესული პაციენტების ნაკადი უფრო მძიმეა, ვიდრე შარშან იყო:
„სამწუხაროდ, შემოსული ნაკადი გაცილებით მძიმეა, ვიდრე იყო შარშან ამ დროს, ვიდრე იყო აგვისტოში. რაოდენობას თქვენ თვითონაც ხედავთ. 6000 შემთხვევა ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან ბევრი. ინტენსიურში ამჟამად წერს ერთი აცრილი პაციენტი, დანარჩენი 22 არის აუცრელი.“
„ორი წელია ექთნები და ექიმები არიან გაუსაძლის რეჟიმში. ეს მორალურად მძიმე შრომაა. გგონია, რომ ავადმყოფი კარგად არის, გადარჩენილი გყავს და უცებ თრომბოემბოლიაა, ვერაფერს ვერ აკეთებ. ავადმყოფს უნდა ყოველწუთიერი მიხედვა. ზოგი გეურჩება, ზოგი ჟანგბადს არ იკეთებს. ყველაზე ცუდი ამ დაავადებაში არის ის, რომ სანამ უკიდურესად არ მძიმდება პაციენტის მდგომარეობა, თვითონ ჰგონია, რომ კარგად არის. არიან ვიღაცები, ვინც ამბობს, რომ ჟანგბადით ფილტვებს ვუხეთქავთ თურმე პაციენტებს. თუ მოდიხართ კლინიკაში, გვენდეთ. არავის არ გვინდა, რომ ჩვენი ავადმყოფი დამძიმდეს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ პაციენტებს,“ - აღნიშნულ საკითხზე ლია გოლიაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.