„სწავლა, რა თქმა უნდა, იწყება 15 სექტემბრიდან დისტანციურად,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა 1-ლი ოქტომბრიდან განახლდება:
„ჩვენ ისედაც მზად გვქონდა სწავლების ჰიბრიდული ფორმა. ამ ჰიბრიდული მოდელის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა კლასში სხვადასხვა რაოდენობის მოსწავლეები არიან და გადანაწილებული იყო, ნაწილი დისტანციურად, ნაწილი კლასებში. სწავლა ყველგან დაიწყებადისტანციურად15 სექტემბერს, საკლასო ოთახებში კი 1-ლი ოქტომბრიდან. ეს ეხება ყველას, მათ შორის კერძო სკოლებსაც. ასევე, ეს ეხება სხვადასხვა წრეს (ბავშვები, მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა წრეზე დადიან), რომელიც არ არის ღია ცის ქვეშ. ღია ცის ქვეშ არსებულ წრეებთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგები და ჯანსაცვის სამინისტრო სპეციალურ პროტოკოლს შეიმუშავებენ და განმარტებას გააკეთებენ უახლოეს პერიოდში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება, ხოლო სასწავლო კლასებსა და აუდიტორიებში პირველი ოქტომბრიდან.
რა შემთხვევაშია შესაძლებელი ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთება?
რა შემთხვევაშია შესაძლებელი ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთება? - აღნიშნულ თემაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
,,ბუსტერ“ დოზა ნიშნავს ერთ დოზას. რეკომენდაციები ,,ბუსტერ“ დოზასთან დაკავშირებით არის მეორე აცრიდან 6 თვეში, ზოგ შემთხვევაში 3 თვეში. ,,სინოფარმით“ და ,,სინოვაკით“ აცრილი ხანდაზმული პირისთვის რეკომენდირებულია ,,ბუსტერი“ იყოს 3-დან 6 თვემდე.
რაც შეეხება ორ დამატებით დოზას, მინდა ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ორი დამატებითი დოზა და ,,ბუსტერ“ დოზა. ,,ბუსტერ“ დოზა არის მესამე დოზა, ეს ყველანაირად საკმარისია იმუნური სტატუსის შენარჩუნებისთვის.
დამატებითი დოზა იმ შემთხვევაში კეთდება, თუ პირს მოგზაურობის მიზნებისთვის სჭირდება, რომ ვაქცინირებული იყოს ,,ფაიზერის“ ვაქცინით, ქვეყანა მოითხოვს, ორჯერ იყოთ ვაქცინირებული ,,ფაიზერით“. ამ შემთხვევაში შეიძლება მოუხდეს მას ოთხჯერ აცრა. ეს ,,ბუსტერისგან“ განსხვავებულია “, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.