Baby Bag

ქუთაისში, სამეცნიერო პიკნიკზე, 5 ბავშვი კოლბის აფეთქების შედეგად დაშავდა

ქუთაისში, სამეცნიერო პიკნიკზე, 5 ბავშვი კოლბის აფეთქების შედეგად დაშავდა

ქუთაისში, სამეცნიერო პიკნიკზე, 5 ბავშვი კოლბის აფეთქების შედეგად დაშავდა - ინფორმაციას ​მეგა TV ავრცელებს. 

აღნიშული ფაქტი ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის კარავში ქიმიური ცდების ჩვენებების დროს მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მათ ექსპერიმენტის დროს კოლბა აუფეთქდათ. მოსწავლეებმა ნაკაწრების სახით დაზიანებები მიიღეს. 

გამოძიება სისხლის სამართლის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დაშავებული ბავშვების დასახმარებლად ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა.

სამეცნიერო პიკნიკი ქუთაისის ცენტრალურ ბაღში დღეს 13:00 საათზე დაიწყო.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,მოსახლეობას მოვუწოდებ, ჩაიტაროს ვაქცინაცია, ეს დაგვიცავს ორი ინფექციის ზედდებისგან, რაც კოვიდინფექციას არ დაამძიმებს''

,,მოსახლეობას მოვუწოდებ, ჩაიტაროს ვაქცინაცია, ეს დაგვიცავს ორი ინფექციის ზედდებისგან, რაც კოვიდინფექციას არ დაამძიმებს''

,,ამ ეტაპზე გრიპის ვაქცინაციის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია. მოვუწოდებ მოსახლეობას, ჩაიტაროს ვაქცინაცია. ეს დაგვიცავს ორი ინფექციის ზედდებისგან, რაც კოვიდინფექციას არ დაამძიმებს. პირველი მაინც რეგულაციებია, პირბადე, რომელიც დაგვიცავს როგორც გრიპისგან, ასევე კოვიდინფიცირებისგან,'' - აღნიშნულის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობს ჯანდაცვის პირველადი რგოლის ექიმები ტრენინგები, შესაბამისად, მედიკოსები მზად არიან მართონ ბინაზე და კოვიდ სასტუმროებში მყოფი კოვიდინფიცირებული პაციენტები.

„ჩვენ ცენტრში გახლავთ 62 კოვიდინფიცირებული, უმეტესობის მდგომარეობა საშუალოზე მძიმე და მძიმეა, გვყავს კრიტიკული პაციენტებიც, მაგრამ ინვაზიურ მართვით სუნთქვაზე ამჟამად არ არიან და მიმდინარეობს მკურნალობა“,- დასძინა მარინა ენდელაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

წაიკითხეთ სრულად