Baby Bag

MomsEdu.ge დედებისთვის ახალ სივრცესა და შესაძლებლობებს ქმნის

MomsEdu.ge დედებისთვის ახალ სივრცესა და შესაძლებლობებს ქმნის

მედიაპორტალი  ​MomsEdu​.ge  ქალებისთვის სოციალურ ქსელში ახალ სივრცეს ქმნის, სადაც ყველაზე მცოდნე დედები მოიყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა -  ​​„მცოდნე დე​დების ჯგუფი“ .

ჩვენი მიზანია,  შევქმნათ საინფორმაციო სივრცე, სადაც ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა - ორსულობა, შვილის აღზრდა, ბავშვთა  და მოზარდთა ფსიქოლოგია, კვება და ა.შ. მიიღებთ კომპეტენტურ პასუხებს, გაეცნობით უახლეს კვლევებს, რომლებიც გაცნობიერებული და სწორი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას მოგცემთ. ასევე, ჯგუფის საშუალებით, ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას  გაუზიარებთ.

ყველა დედას შვილისთვის საუკეთესო უნდა. ამაში კი ჩვენი ჯგუფი დაგეხმარებათ.   ცოდნა, რომელსაც ამ ჯგუფში შეიძენთ, ყველაზე რთულ პროფესიას - ,,დედობას “ მარტივად აგათვისებინებთ.

შემოგვიერთდი 👇

„მცოდნე დედების ჯგუფი“  💜

შეიძლება დაინტერესდეთ

,,მნიშვნელოვანია, გავარკვიოთ, რას ველოდებით ჩვენ სპორტისგან" - ექიმი-რეაბილიტოლოგი

,,მნიშვნელოვანია, გავარკვიოთ, რას ველოდებით ჩვენ სპორტისგან" - ექიმი-რეაბილიტოლოგი

​,,პირველ ყოვლისა, მშობელმა უნდა გადაწყვიტოს, რატომ მიჰყავს ბავშვი სპორტზე - მიზანია, რომ ბავშვი გახდეს პროფესიონალი სპორტსმენი (თუმცა არასწორია, როდესაც მშობელი იღებს შვილის ნაცვლად გადაწყვეტილებას) თუ უბრალოდ გინდათ, რომ ბავშვი იყოს აქტიური. ძალიან მნიშვნელოვანია, გავარკვიოთ, რას ველოდებით ჩვენ სპორტისგან", - ამის შესახებ ექიმმა-რეაბილიტოლოგმა, თეა ადამიამ გადაცემაში ,,ახალი დღე" ისაუბრა.

,,როდესაც ბავშვს ვრთავთ აქტივობაში, ეს არის დაახლოებით 2 წლის ასაკიდან, რადგან სათამაშოების მიმართ ხოხვა, ხტუნვის იმიტაცია, სიარული - ესეც ხომ ფიზიკური აქტივობებია. ბავშვებისთვის სპორტი არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ მათი ფიზიკური აქტივობა, კუნთოვანი მასა, ძვლოვანი მასა იყოს დროულად დაგროვებადი. ეს არის ბავშვობაში ჩადებული უნარები. ასევე, ძალიან მნიშნელოვანია, ჩვენ გინდოდეს, რომ ჩვენს შვილს ჰქონდეს მრავალი მოძრაობითი უნარი, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვირჩევთ ერთ სახეობას, ბავშვს ვუზღუდავთ არჩევანის საშუალებას. დაახლოებით, ისეთი სიტუაციაა, სკოლაში რომ მხოლოდ ერთ საგანს ასწავლიდნენ. სპორტი ბავშვობაში არის იმის საწინდარი, რომ მოზრდილი ადამიანი მას აუცილებლად დაუბრუნდება. ძალიან მნიშნელოვანია, როცა ბავშვი სპორტზე მიგვყავს, მას ჰქონდეს დადებითი ბმა - ის უნდა მონაწილეობდეს, მისთვის უნდა იყოს შექმნილი მეგობრული გარემო და ის ალალად უნდა ხალისობდეს სპორტის სახეობით. 

როგორ ვირჩევთ სპორტს - ყველაზე სწორი რეკომენდაციაა, რომ ვირჩევთ რამდენიმეს - რომელიც ხელმისაწვდომია, ახლოსაა, განრიგში ჯდება და ა.შ. ძალიან ხშირად მშობელს გული წყდება, რომ მას უნდოდა შვილისთვის ფეხბურთი, მაგრამ ახლოს იყო კალათბურთის სექცია. არ არის პრობლემა. თქვენ შეგიძლიათ, ცვალოთ სპორტები იმ სიხშირით, რა სიხშირითაც მოგწონთ. ეს იქნება საფუძველი იმისა, რომ ბავშვი ისწავლის ბევრ მოძრაობას და მეორე - მომავალში მას ექნება არჩევანი, როგორც ზრდასრულს.

რაც შეეხება პროფესიულ სპორტს - ყველა ასაკს აქვს რაღაც უნარი, თუ რა ისწავლოს - ჩვენ ხომ არ ვთხოვთ ერთ წლის ბავშვს, რომ გამართულად ისაუბროს? ზუსტად ასევეა სპორტშიც. ყველა ასაკს აქვს თავისი დასწავლის უნარი. მაგალითისთვის, 2-5 წლის ბავშვს შეიძლება, ვასწავლოთ სიარული, სირბილი, ხტუნვა, რაღაცის აღება - სროლა. 6-9 წლის ბავშვის შემთხვევაში საჭიროა, ტექნიკური უნარი იყოს დასწავლილი - სწორად იდგეს, სწორად იწყებდეს მოძრაობას და ა.შ. უნდა იყოს განმარტებითი ნაწილი - ამ ასაკში სხვას ვერაფერს ასწავლი", - განმარტავს თეა ადამია.

წყარო: ,​,ახალი დღე"

წაიკითხეთ სრულად