ჯანსაღი კვების მნიშვნელობა ბავშვებში მეტად სერიოზული საკითხია. შიმშილის გრძნობის დაკმაყოფილების გარდა, საკვები ნივთიერებები, რომლებსაც ბავშვის ორგანიზმი იღებს, პირდაპირ აისახება ფიზიკურ ზრდაზე, ტვინის განვითარებასა და იმუნურ ფუნქციაზე. მაგალითად, თუ მოზარდი ინტენსიურად მიირთმევს გადამუშავებულ, შაქრიან საკვებს და არაჯანსაღ ცხიმებს, ამან შეიძლება გამოიწვიოს სიმსუქნე, დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა და სხვა ქრონიკული დაავადებები. ამიტომ, ბავშვის დღიური რაციონი აუცილებლად უნდა შეიცავდეს შემდეგი ტიპის საკვებ პროდუქტებს: ხილი, ბოსტნეული, ხორცი, მარცვლეული, ბურღულეული, თხილეული. სწორედ დაბალანსებული კვების რაციონიდან ითვისებს მოზარდის ორგანიზმი აუცილებელ ვიტამინებს, მინერალებსა და ანტიოქსიდანტებს.
სტატიაში განხილულია პრაქტიკული რჩევები, რომლებიც მშობლებს დაეხმარება ბავშვებში ჯანსაღი კვების ჩვევების ფორმირებაში.
ბავშვების ჩართვა საჭმლის მომზადების პროცესში არა მხოლოდ ასწავლით მათ ცხოვრებისეულ საბაზისო უნარებს, არამედ ხელს უწყობს ჯანსაღ კვებასთან პოზიტიური განწყობის ჩამოყალიბებას. ბავშვების დახმარება მომდევნო დღის კვების რაციონის დაგეგმვაში, სასურსათო საყიდლებში და მომზადების პროცესში მნიშვნელოვნად იწვევს ცნობისმოყვარეობას ჯანსაღი კვების მიმართულებით. შესაძლებელია წაახალისოთ და მისცეთ ასაკის შესაბამისი დავალებები, როგორებიცაა, ხილისა და ბოსტნეულის გარეცხვა, გახეხვა ან დაჭრა. საჭმლის ერთად მომზადება ახალისებს მზადების პროცესს, შედეგად კი პატარები განსაკუთრებული სიამოვნებით მიირთმევენ საკუთარი ხელით მომზადებულ კერძებს.
მრავალფეროვანი არჩევანი
ბავშვთა კვებაში მრავალფეროვნება უმნიშვნელოვანესია. ნაცნობი პროდუქტების პარალელურად, შესთავაზეთ ბავშვებს ახალი ინგრედიენტები და გემოები. სცადეთ რეცეპტები, რომლებიც შეიცავს ფერების, ტექსტურებისა და გემოების ნაზავს. ასევე ჩართეთ ისინი გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც. ნება მიეცით აირჩიონ ის ხილი, ბოსტნეული ან სხვა ჯანსაღი საკვები, რომელსაც დღის განმავლობაში მიირთმევენ.
კვების პროცესი - სახალისო აქტივობა
ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი ტიპის საკვები მიწოდებული იყოს სახალისო და კრეატიული გზით. იმისთვის, რომ ჯანსაღი კვება მიმზიდველი გახდეს, საჭმლის მომზადებისას მხიარული ელემენტების ჩართულობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მაგალითად, შესაძლებელია ნებისმიერი კერძი ბავშვის თვალისთვის მომხიბვლელად გაფორმდეს. დაჭერით ხილი და ბოსტნეული სახალისო ფორმებად, შემდეგ კი მორთეთ მომზადებული კერძი.
აღნიშნული ჯანსაღი პროდუქტების მომარაგება შესაძლებელია ონლაინ მაღაზიიდან „ჩემი მარაგი“, რომელიც მომხმარებელს 250-მდე დასახელების მარცვლეულს, ბურღულეულს, ჩირეულს, თხილეულს, ხილსა და ბოსტნეულს სთავაზობს სხვადასხვა მომსახურებასთან ერთად. ასორტიმენტი მოიცავს სხვადასხვა კატეგორიის საუკეთესო ხარისხის პროდუქტებს ქვეყანაში უკონკურენტო ფასად. საუკეთესო ონლაინ შეძენის გამოცდილება იქმნება ხელით ნარჩევი პროდუქტების სახლის კარამდე მიტანის სერვისით, რომელიც მოიცავს ნებისმიერი მოცულობის შეკვეთის შესაძლებლობასა და მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასო მიწოდებას.
- 032 2 42 47 97
- www.chemimaragi.ge
- www.facebook.com/chemimaragi
R.