Baby Bag

განათლების მინისტრის მოადგილე ბანერის დაცემას შემთხვევით გადაურჩა - ვიდეო

განათლების მინისტრის მოადგილე ბანერის დაცემას შემთხვევით გადაურჩა - ვიდეო

დღეს, ბათუმში, კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კამპუსისა და სკოლის მშენებლობის პრეზენტაციაზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ირინა აბულაძის სიტყვით გამოსვლისას, ბანერი ჩამოვარდა. 

ინციდენტის შედეგად მინისტრის მოადგილე არ დაშავებულა. ჩამოვარდნილი ბანერი, რომელზეც მომავალი კამპუსის შენობა იყო გამოსახული, პრეზენტაციის მონაწილეებმა გაასწორეს.

ირინა აბულაძემ ინციდენტი წარმატების ნიშნად მიიჩნია. შემთხვევიდან რამდენიმე წუთში მინისტრის მოადგილე ტრიბუნასთან დაბრუნდა და თქვა:

„ეს მივიღოთ, როგორც ნიშანი იმისა, რომ ეს პროექტი იქნება ძალიან წარმატებული, იმიტომ, რომ ერთობლივი შრომითა და ძალისხმევით ჩვენ ყველაფერს მივაღწევთ, გვიგულეთ თქვენ გვერდით“, - განაცხადა მან.

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორი ამინდი გველოდება უახლოეს დღეებში

როგორი ამინდი გველოდება უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-28 ივნისს საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +28,+33 გრადუსია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში 24-26 ივნისს +33, +38 გრადუსამდე დაცხება, ხოლო 27 ივნისიდან ტემპერატურა 4-5 გრადუსით დაიკლებს.

ქ. თბილისში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 24-26 ივნისსს +35, +37 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 27 ივნისიდან შედარებით აგრილდება.

წაიკითხეთ სრულად