Baby Bag

განათლების მინისტრის მოადგილე ბანერის დაცემას შემთხვევით გადაურჩა - ვიდეო

განათლების მინისტრის მოადგილე ბანერის დაცემას შემთხვევით გადაურჩა - ვიდეო

დღეს, ბათუმში, კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კამპუსისა და სკოლის მშენებლობის პრეზენტაციაზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ირინა აბულაძის სიტყვით გამოსვლისას, ბანერი ჩამოვარდა. 

ინციდენტის შედეგად მინისტრის მოადგილე არ დაშავებულა. ჩამოვარდნილი ბანერი, რომელზეც მომავალი კამპუსის შენობა იყო გამოსახული, პრეზენტაციის მონაწილეებმა გაასწორეს.

ირინა აბულაძემ ინციდენტი წარმატების ნიშნად მიიჩნია. შემთხვევიდან რამდენიმე წუთში მინისტრის მოადგილე ტრიბუნასთან დაბრუნდა და თქვა:

„ეს მივიღოთ, როგორც ნიშანი იმისა, რომ ეს პროექტი იქნება ძალიან წარმატებული, იმიტომ, რომ ერთობლივი შრომითა და ძალისხმევით ჩვენ ყველაფერს მივაღწევთ, გვიგულეთ თქვენ გვერდით“, - განაცხადა მან.

შეიძლება დაინტერესდეთ

ივნისში მაშველებმა 14 არასრულწლოვანი გადაარჩინეს

ივნისში მაშველებმა 14 არასრულწლოვანი გადაარჩინეს

ივნისის მონაცემებით, საქართველოს წყლებზე მაშველებმა 45 ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის, 14 არასრულწლოვანი და 11- უცხოეთის მოქალაქე, - ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„თითო გადარჩენა გმირული საქციელია და ხშირად ამ გმირობის უკან ერთ მაშველზე მეტი დგას. ჩვენ ვიცნობთ ჩვენს გმირებს, თქვენც იცნობდეთ“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეორგოლში.

წაიკითხეთ სრულად