Baby Bag

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ერთი წლისა და 10 თვის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა. გოგონა დედათა და ბავშვთა ცენტრ „იავნანაში“, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. 

ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ოჯახის წევრების ინფორმაციით, თაგვის საწამლავი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე არ იყო მოთავსებული, თუმცა გოგონამ სეირნობისას მაინც შენიშნა და რამდენიმე მარცვალი პირში ჩაიდო. მშობლის თქმით, დროულად შენიშნა მომხდარი და ბავშვს პირის ღრუ გაუსუფთავა.

შეიძლება დაინტერესდეთ

''ეს ქალებზე ძალადობის უკიდურესი გამოვლინებაა'' - როგორ ეხმიანება ტელეწამყვანი ნათია ლაზაშვილი სამტრედიაში მომხდარ ფაქტს

''ეს ქალებზე ძალადობის უკიდურესი გამოვლინებაა'' - როგორ ეხმიანება ტელეწამყვანი ნათია ლაზაშვილი სამტრედიაში მომხდარ ფაქტს

სამტრედიაში ქმარმა 26 წლის ცოლს განქორწინებამდე რამდენიმე წუთით ადრე, იუსტიციის სახლში ყელის არეში ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა. მკვლელი ცხელ კვალზე დააკავეს. 

მომხდარ ტრაგედიას ტელეწამყვანი ნათია ლაზაშვილი გამოეხმაურა. 

წაიკითხეთ სრულად