Baby Bag

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ერთი წლისა და 10 თვის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა. გოგონა დედათა და ბავშვთა ცენტრ „იავნანაში“, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. 

ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ოჯახის წევრების ინფორმაციით, თაგვის საწამლავი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე არ იყო მოთავსებული, თუმცა გოგონამ სეირნობისას მაინც შენიშნა და რამდენიმე მარცვალი პირში ჩაიდო. მშობლის თქმით, დროულად შენიშნა მომხდარი და ბავშვს პირის ღრუ გაუსუფთავა.

შეიძლება დაინტერესდეთ

თბილისში მცხოვრებ ხანდაზმულებს, მრავალშვილიან ოჯახებს და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ნობათები ურიგდებათ

თბილისში მცხოვრებ ხანდაზმულებს, მრავალშვილიან ოჯახებს და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ნობათები ურიგდებათ

თბილისის ათივე რაიონის მასშტაბით, ხანდაზმულებს, მრავალშვილიან ოჯახებს და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს საკვები პროდუქტები, პირველადი მოხმარების ნივთები და მედიკამენტები ურიგდებათ, - ინფორაციას ​თბილისი მერია ავრცელებს,

მათივე ცნობით, აქცია, მოხალისეების ინიციატივით, რაიონული გამგეობების დახმარებითა და თბილისის საკრებულოს ჩართულობით მიმდინარეობს.

„დედაქალაქის მასშტაბით, ნობათების დარიგების პროცესი ხვალამდე გაგრძელდება. რაიონული გამგეობების თანამშრომლები და მოხალისეები საჭირო პროდუქტებს 370 ოჯახში მიიტანენ. ასევე, ნობათები დაურიგდებათ თბილისის რამდენიმე თავშესაფრის ბენეფიციარებს, მათ შორის თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის მობინადრეებს,“ - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

წაიკითხეთ სრულად