Baby Bag

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ერთი წლისა და 10 თვის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა. გოგონა დედათა და ბავშვთა ცენტრ „იავნანაში“, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. 

ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ოჯახის წევრების ინფორმაციით, თაგვის საწამლავი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე არ იყო მოთავსებული, თუმცა გოგონამ სეირნობისას მაინც შენიშნა და რამდენიმე მარცვალი პირში ჩაიდო. მშობლის თქმით, დროულად შენიშნა მომხდარი და ბავშვს პირის ღრუ გაუსუფთავა.

შეიძლება დაინტერესდეთ

რას მოიცავს ფონდი „სოხუმის“ მცირე საგრანტო კონკურსი?

რას მოიცავს ფონდი „სოხუმის“ მცირე საგრანტო კონკურსი?

პროექტი "ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში", რომელიც ქალთა ფონდ „სოხუმში“ორგანიზაციის Brot für die Welt მხარდაჭერით ხორციელდება, მცირე საგრანტო კონკურსით დასრულდა და 10 გამარჯვებული გამოავლინა.

პროექტი პირველ ეტაპზე ბენეფიციარებისთვის დღის სარეაბილიტაციო ცენტრებში ახალი პროფესიების შესწავლას გულისხმობს, რომელსაც ქალთა ფონდი „სოხუმი“ უკვე კარგა ხანია წარმატებით ახორციელებს. სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ისინი გადიან პოლიმერულ თიხაზე მუშაობის, სტილისტის და ბუღალტრის სასწავლო კურსს.

პროექტის მეორე ეტაპზე, ახალ პროფესიულ უნარებს დაუფლებულები, მაღალკვალიფიციური ტრენერის ჩართულობით, სწავლობენ ბიზნესგეგმის შედგენას და საკუთარი მიზნების მატერიალიზაციისთვის მოთხოვნების ჩამოყალიბებას/საგრანტო წინადადების წარდგენას.

მცირე გრანტით, ჩვენი გამარჯვებული ბენეფიციარები საკუთარი საქმის დამოუკიდებლად წარმოებას იწყებენ.

R. 

წაიკითხეთ სრულად