Baby Bag

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ერთი წლისა და 10 თვის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა. გოგონა დედათა და ბავშვთა ცენტრ „იავნანაში“, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. 

ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ოჯახის წევრების ინფორმაციით, თაგვის საწამლავი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე არ იყო მოთავსებული, თუმცა გოგონამ სეირნობისას მაინც შენიშნა და რამდენიმე მარცვალი პირში ჩაიდო. მშობლის თქმით, დროულად შენიშნა მომხდარი და ბავშვს პირის ღრუ გაუსუფთავა.

შეიძლება დაინტერესდეთ

​ქალთა ფონდი „სოხუმი“ ახალ პროპექტს იწყებს!

​ქალთა ფონდი „სოხუმი“ ახალ პროპექტს იწყებს!

ქალთა ფონდი „სოხუმი“ მორიგ ახალ პროექტს იწყებს კარგი მიზნებით, საინტერესო გეგმებით და აქტივობებით 10 სამიზნე მუნიციპალიტეტში.

პროექტი ხელს შეუწყობს ქალებისთვის ოჯახში ძალადობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ​ვებგვერდით „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“, რომელიც შარშან შექმნა ქალთა ფონდმა „სოხუმმა“.

ვებგვერდზე იგეგმება რუკის ინტეგრირება, რომელიც მოიცავს მონაცემებს ძალადობის შემთხვევების შესახებ, მხარდამჭერ სამსახურებზე ხელმისაწვდომობის დონეს და მათ ეფექტიანობას (საქართველოს რეგიონების მიხედვით).

მუნიციპალიტეტებში შეიქმნება ურთიერთდახმარების ჯგუფები. ისინი გაავრცელებენ ინფორმაციას ძალადობის აღმოფხვრის კუთხით არსებულ სერვისებზე და დაიწყებენ ქალთა პრობლემების ადვოკატირებას.

პროექტის მხარდამჭერია კანადის თანასწორობის ფონდი.

R.

წაიკითხეთ სრულად