Baby Bag

,,თავიდან ვიბრძოდი გაჯეტებთან, მერე დავნებდი... თავიდან კარგი კოკტეილივით ვრევდი ერთმანეთში გაკვეთილებს, მათ მომზადებას, ველოსიპედებს...''

,,თავიდან ვიბრძოდი გაჯეტებთან, მერე დავნებდი... თავიდან კარგი კოკტეილივით ვრევდი ერთმანეთში გაკვეთილებს, მათ მომზადებას, ველოსიპედებს...''

ეკა ხოფერია ინსატგრამზე პოსტს აქვეყნებს და კარანტინით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

,,თავიდან ვიბრძოდი გაჯეტებთან, მერე დავნებდი... თავიდან კარგი კოკტეილივით ვრევდი ერთმანეთში გაკვეთილებს, მათ მომზადებას, ველოსიპედებს, დალაგებებში დახმარებას, კარგ ფილმებს( მათთვის შერჩეულს), ერთსაათიან გაჯეტებს, ეზოს დასუფთავებებს. ახლა, კარანტინის მიწურულს, კარგა გვარიანად დაღლილს, უკვე მიჭირს) ამინდიც არ მიწყობდა ხელს და ზემოჩამოთვლილიდან ფილმები დარჩა და გაჯეტები) მათი სწავლის პროცესში პერიოდულად ვერთვები, თან ისეთი ავტოტრენინგი მჭირდება საკუთარი თავისთვის, ვერ აგიხსნით) ჰოდა, სკოლა ხომ არ განახლდეს?))) ვხუმრობ) თქვენთან როგორ მიდის საქმე? როგორ ახერხებთ აი იმ ყველაფრის, რაც მე და თქვენ ვიცით( სახლის ასიათასი საქმე რომ ჰქვია) ისე განაწილებას, რომ თქვენი შვილები ტელეფონებს , კომპიუტერებს და ფლეისთეიშენებს ააცილოთ?'' 



შეიძლება დაინტერესდეთ

,,იმათ, ვისაც უხარია, რომ კოვიდ19 დამიდასტურდა, მოეშვით ოცნებას''

,,იმათ, ვისაც უხარია, რომ კოვიდ19 დამიდასტურდა, მოეშვით ოცნებას''

,,იმათ, ვისაც უხარია რომ კოვიდ19 დამიდასტურდა, მოეშვით ოცნებას'' - აღნიშნულის შესახებ ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ინფორმაცია, თითქოს კოვიდ19 დაუდასტურდა სიმართლეს არ შეესაბამება. 

,,იმათ, ვისაც უხარია რომ კოვიდ19 დამიდასტურდა, მოეშვით ოცნებას ! კოვიდის სხვა ფორმა გაქვთ თქვენ !! ტესტი აიღეთ ტვინის რამდენი უჯრედი დაგრჩათ ცოცხალი და რამდენი დაწვა კორონამ !! მორჩით სიხარულს !! არც მე და არც ჩემი შვილები არ შევდივართ არც რისკ ჯგუფში და არც კოვიდ გამოთაყვანებულებში !!

სათაური რომ წაიკითხეთ და თვალთ დაგიბნელდათ სიხარულისგან, ეგ ენდორფინი გეყოფათ ცოტა ხანი ! სხვა რამეს მოგვიანებით მოვიგონებ, რომ ნეგატივისგან ღონემიხდილებს ცხოვრების ხალისი დროებით მაინც დაგიბრუნოთ !

ღმერთო აანთე შუქი საქართველოში,'' - აღნიშნავს ხატია სიჭინავა. 

--insta--

წაიკითხეთ სრულად